2009 წლიდან დღემდე ხულოში არსებულ თემის 14 სამედიცინო პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
შენობებში დასაქმებულ მედიკოსებს, გარკვეული პრობლემების გამო შუქი არ გაუყვანეს, სამაგიეროდ დაუმონტაჟეს მედიკამენტების შესანახი მაცივრები, რომლებიც მთელი ეს პერიოდი შეიძლება ითქვას უფუნქციოა, რადგან მისი ჩართვა ვერასდროს შეძლეს.
თემის მედპუნქტები წინა ხელისუფლების დროს, კერძო საკუთრებაში ააშენეს – შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის, მიწა კი მოქალაქეს. სახელმწიფოს ტერიტორიაზე ელექტროენერგია ვერ შეჰყავს, რადგან აბონენტად სხვის საკუთრებაში ჩადგმულ შენობას ვერ არეგისტრირებს.
კერძო მესაკუთრეები, რა თქმა უნდა, ითხოვენ კომპენსაციას, თუმცა როგორ გადაწყდება საკითხი, ჯერჯერობით უცნობა.