ბატონი კახი, არჩევნები თქვენ როგორც ჩაატარეთ, თქვენ კი არა, ღარიბაშვილიც გახდებოდა ქალაქის მერი, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თორნიკე ბიკაშვილმა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე მიმართა.
თორნიკე ბიკაშვილმა კალაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, მაშინ როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოაცხადა მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ, თქვენ მის საპასუხოდ განაცხადეთ, რომ ვციტირებ - მან...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამი კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციიით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის სვანეთში გამართული სამუშაო ვიზიტისას, სავალალო მდგომარეობაში მყოფი სამი სვანური კოშკის გადაუდებელი რეაბილიტაცია დაიგეგმა....
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ძველ თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ამ მიმართულებით, მუშაობას მომდევნო წლებშიც აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ძველ თბილისში დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: გორგასალის ქუჩაზე ბულვარის მოწყობა, ნარიყალას ციხისა და ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაცია.
„რა თქმა უნდა, ძველი თბილისი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამ კუთხით, მასშტაბური...
თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ.
„ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს...
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, ჩვენ გავაფართოებთ შესაბამის პროგრამებს, მათ შორის, ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, სკრინინგის პროგრამას, შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისებს და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, საარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2022...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობის დამტკიცებაზე მსჯელობენ, ვითარება დაიძაბა. ხმაური მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის სიტყვით გამოსვლას. ნადირაძემ კახა კალაძეს დაუსვა კითხვა და თბილისის მერი და მისი გუნდი გააკრიტიკა.
ოპოზიციის წარმომადგენელმა კალაძის მერობის 4 წელი გაიხსენა და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. კალაძემ ნადირაძეს უპასუხა, რა დროსაც მხარეებს შორის შელაპარაკება იყო. ვითარების განმუხტვა საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა, რომელმაც დეპუტატებს რეგლამენტი...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება იქნება.
როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შენობები თანამედროვე და უსაფრთხო ნაგებობებით ჩანაცვლდება.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების ჩანაცვლება-განახლება თანამედროვე, უსაფრთხო და ქართული არქიტექტურული შენობებით მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ...
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან, ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები (კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს), სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთი თბილისელი ოჯახი უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს.
„ეს არის ჩემი დაპირება! ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს...
თბილისის საკრებულოსთან, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობა უნდა დაამტკიცონ ოპიზიციური პარტიების მიერ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, თბილისის მერს ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა როგორც საკრებულოს შენობაში, ასევე მის გარეთ მოუწევს და არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში თავმომწონედ იჯდეს.
აქტივისტებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: ,,კახი ნაგვამდის”, „რამდენი იშოვე კალაძე”, ,,კ-ახია შენზე” და სხვა.
„ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა მოუწევს კახა კალაძეს როგორც საკრებულოს დარბაზში, ასევე შენობის გარეთ....
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება, აღდგება 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყე. ღონისძიებებზე, რომელიც თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ისაუბრა.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ, 15 პარკის პროგრამის განხორციელებას და მინიმუმ, 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას. იცით, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით - ფიჭვები, რომლებიც წლების წინ იყო დარგული დედაქალაქში,...
მე და ჩემმა გუნდმა გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, თითქმის ყველა დაპირება შევასრულეთ და დღეს თბილისი გადასაადგილებლად უფრო კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო ქალაქია, თბილისი უფრო მწვანე და მოწესრიგებულია, თბილისი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაკეთებული საქმეების მიუხედავად, სანამ თბილისი წამყვან ევროპულ ქალაქებს არ გაუტოლდება, კმაყოფილების...
თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს, კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერმა დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევძელით, საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია. შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი. წლის ბოლომდე მიკროავტობუსები...
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოქალაქეებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს, აქ, თბილისის საკრებულოს შენობაში ვიმყოფებით ადამიანები, ვისაც თბილისელებმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მართვა გვანდეს. მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც,...
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ცნობით, მეტროსადგურ “გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნის-ივლისის თვეში დასრულდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მათი განმარტებით, ამის გამო...
ფოთის მუნიციპალიტეტში 3 სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა დაზიანებული ლითონის ბადეები, მოეწყო და დაიხაზა მოედნის კომბინირებული საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მოეწყო ელექტრო განათების სისტემა.
შესრულებულ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ადგილზე გაეცნო. ფოთში, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 10 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს კეთილმოწყობილ მოედნებზე ივარჯიშონ...
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ასევე მოხდება ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია.
„ერთია ის, რაც დაგეგმილი გვაქვს და რაც უნდა განვახორციელოთ, ხოლო მეორე არის ქალაქში არსებული სატრანსპორტო მდგომარეობა. ჩვენ მომდევნო წელს გვაქვს დაგეგმილი ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, ასევე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დავიწყოთ, რაც იმას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































