თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძესა და ირაკლი ნადირაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

377

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობის დამტკიცებაზე მსჯელობენ, ვითარება დაიძაბა. ხმაური მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის სიტყვით გამოსვლას. ნადირაძემ კახა კალაძეს დაუსვა კითხვა და თბილისის მერი და მისი გუნდი გააკრიტიკა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა კალაძის მერობის 4 წელი გაიხსენა და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. კალაძემ ნადირაძეს უპასუხა, რა დროსაც მხარეებს შორის შელაპარაკება იყო. ვითარების განმუხტვა საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა, რომელმაც დეპუტატებს რეგლამენტი შეახსენა. ამ ეტაპზე სხდომაზე სიმშვიდეა. დეპუტატები თბილისის მერს კითხვებს უსვამენ.

დღეს დედაქალაქის საკრებულო მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობს.