თბილისის საკრებულოსთან, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობა უნდა დაამტკიცონ ოპიზიციური პარტიების მიერ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, თბილისის მერს ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა როგორც საკრებულოს შენობაში, ასევე მის გარეთ მოუწევს და არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში თავმომწონედ იჯდეს.
აქტივისტებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: ,,კახი ნაგვამდის”, „რამდენი იშოვე კალაძე”, ,,კ-ახია შენზე” და სხვა.
„ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა მოუწევს კახა კალაძეს როგორც საკრებულოს დარბაზში, ასევე შენობის გარეთ. ეს ის თბილისის მთავრობაა, რომელმაც გააღატაკა მთელი თბილისი. ფასადური წარმატებები, რომლითაც კალაძე ამაყობს არის ერთეულებისთვის, მთელი ქალაქი არის უმძიმეს მდგომარეობაში. თბილისის მერს არ აქვს უფლება თავმომწონედ იჯდეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში და თავის მთავრობას წარადგენდეს, ამიტომ ეს ბრძოლა გაგრძელდება და არამხოლოდ კალაძე, არამედ მთლიანად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეზე”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებენ – ,,მიშა, მიშა“.