მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე, მოვაჭრეებს ჯიხურები დღეს დილით დამტვრეული დახვდათ. ადგილობრივების განმარტებით, დილის 5 საათზე, მაშინ როცა ადგილზე არავინ იმყოფებოდა  სამართალდამცავები ჯიხურები დაანგრიეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვანდალურ ფაქტში ხულოს ახალარჩეული მერი, ვახტანგ ბერიძე მონაწილეობდა. ხულოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონზე მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობა იყო, ხელისუფლებამ კი ესეც გაუნადგურა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე საბავშვო ბაღის მოსაწესრიგებლად 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და საბავშვო ბაღი კი ერთი თვეა დაკეტილია. მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, ობიექტის ჩაბარება კორუფციული გზით მოხდა. "თავიდანვე ეს პროექტი ხარვეზიანი იყო. ჩვენ ამას ვეუბნებოდით მაშინდელ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს....
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოხუცებს შინმოვლის სერვისები მიეწოდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტს „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. მათი განმარტებით, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და...
2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას შენიშვნები გაუგზავნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. საკრებულოს წევრები მერიისგან მოითხოვენ, რომ ფინანსები ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობად, სოფლის ამბულატორიების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და სხვა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად დაიგეგმოს. მერიისგან ამ შენიშვნებზე პასუხს საკრებულოში 10 დეკემბრისთვის ელოდებიან. გთავაზობთ საკრებულოსგან 2022 წლის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებს: 1. მიზანშეწონილად მივიჩნევთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში...
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ნაწილი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2022 წელს კი, ფალიაშვილის ქუჩაზე 15-მდე შენობის ფასადი განახლდება. ასევე იგეგმება ტროტუარების, ბორდიურების, გადასასვლელების რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაც.  ბაღში განახლდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე დენდროლოგიური კომპონენტებიც. "განახლებული რეგიონების" პროექტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. როგორც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, ფალიაშვილის ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიეკუთვნება და...
მეთევზეობის მიმართულებით, ხულოს მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობა მოეწყობა, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მოადგილესა და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან ერთად, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულს, ჯემალ ბოლქვაძეს ეწვია და საკალმახე მეურნეობის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს “აგროსერვის ცენტრის” თანადაფინანსება შეადგენს 80 965...
რიგით მეორე სხდომის შეკრების თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა კვლავ დღის წესრიგშია და შეიძლება ითქვას მთავარი კითხვაც - როგორ წარიმართება პროცესები ბათუმის ახლად არჩეულ საკრებულოში. ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ჩაშლილი სხდომის შემდეგ  ვინ ვისთან ითანამშრომლებს  და იქნება თუ არა ოპოზიციური ერთობა, რაზეც თავიდანვე იმედებს ამყარებდნენ  ხელისუფლების ოპონენტები. რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს იმ ფონზე, როცა პირველი სხდომა ჩაიშალა კვორუმის არ არსებობის გამო.
ლეღვანი-ხარაგაულის წყალსადენის მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დამფუძნებელი დავით კაპანაძე ამბობს, სამშენებლო სამუშაოები სრულად 2022 წლის თებერვალში დასრულდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. მისგან მოპოვებული ინფორმაციით, უკვე დამთავრდა ხარაგაულში ცენტრალური მაგისტრალის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მშენებლობა. „ამ კვირაში გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობა მივიღეთ, რომ მდინარე ჩხერიმელას კალაპოტში – დიდვაკიდან ლეღვნის მიმართულებით, წყალსადენის მშენებლობა განვაახლოთ, – ამბობს დავით კაპანაძე, – ამ სამუშაოებისთვის, სავარაუდოდ, კიდევ ორი...
გორში, სამეფო ქუჩის დასაწყისში არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 326 530 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მერიას ხიდის რეაბილიტაციის შესაძლებლობა ევროკავშირის გრანტმა მისცა, რომელიც უწყებამ პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში მიიღო. როგორც ცნობილია, აღნიშნული ხიდი 1908 წელს არის აშენებული. “აღნიშნული პერიოდისთვის რკინა-ბეტონი, როგორც სამშენებლო მასალა წარმოადგენდა ახალ ინოვაციურ სამშენებლო მასალას, როგორც საქართველოსთვის,...
გორში, 26 დეკემბერს 12:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში საშობაო ბაზრობა მოეწყობა. ინფორმაციას გორის ეპარქია ავრცელებს, გამოფენა-გაყიდვა, მიტროპოლიტ ანდრიას ორგანიზებით იმართება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “ვისაც გეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, რომლებიც ქსოვთ, ქარგავთ, ძერწავთ, ქმნით სამკაულებს, აცხობთ, ამზადებთ საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებს და მურაბებს, მარინადებს, სუფთა თაფლს, საოჯახო ღვინოს და ასე...
ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის მშენებლობა დაიწყო. ამ გზის მშენებელი კომპანია New Road-ის წარმომადგენელ ხვიჩა გელანტიასგან მოპოვებული ინფორმაციით, მშენებლობა ზესტაფონის მხრიდან დაიწყეს, – გზა ქვაღორღით იტკეპნება, სანიაღვრე არხები ეწყობა და ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა იგება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 288 887 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. თუმცა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციის...
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების...
მარნეულში კოსტავას ქუჩაზე ( ე.წ სამხედრო ნაწილი), საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ზედა ფენის აღდგენას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო მარნეულს განუცხადეს, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მთლიანობაში 672 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ქართული კომპანია ,,ჯეუ გრუპი" ახორციელებს და პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. საავრომობილო გზების დეპატრამენტის მიერ, გამოცხადებულია ტენდერი და...
წინა სტატია გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში - საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება, სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას. ქემოკლიძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და “რა საჭირო იყო...
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?"  - საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა დღეს ბათუმის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ახალ მერს მიმართეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ახალგაზრდებმა ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმში არსებული 15-მდე ავარიული სახლის ფოტოები მიიტანეს და სიმბოლური გამოფენა მოაწყეს. თუმცა ამბობენ, რომ დაზიანებული და საფრთხისშემცველი სახლების რაოდენობა გაცილებით მეტია, დაახლოებით 3 ათასამდე. მათი თქმით, ამ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია და ამიტომ...
„შედეგს ვერ დავარქმევ დღეს რა საუბარიც გვქონდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო“, –ასე აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე შეხვედრას, რომელიც ადიგენის მერიაში, ვარხნის მოსახლეობას და აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის განმხორციელებელ კომპანია „ჯეუ გრუპის“ წარმომადგენლებს შორის გაიმართა. მოსახლეობა მიყენებული ზარალის შესასწავლად კომისიის შექმნას, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ