მარნეულში კოსტავას ქუჩაზე ( ე.წ სამხედრო ნაწილი), საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ზედა ფენის აღდგენას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო მარნეულს განუცხადეს, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მთლიანობაში 672 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ქართული კომპანია ,,ჯეუ გრუპი” ახორციელებს და პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
საავრომობილო გზების დეპატრამენტის მიერ, გამოცხადებულია ტენდერი და იგეგმება ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის, კმ30-კმ37 სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული პროექტისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 436 556 ლარია.