ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის მშენებლობა დაიწყო

437

ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის მშენებლობა დაიწყო. ამ გზის მშენებელი კომპანია New Road-ის წარმომადგენელ ხვიჩა გელანტიასგან მოპოვებული ინფორმაციით, მშენებლობა ზესტაფონის მხრიდან დაიწყეს, – გზა ქვაღორღით იტკეპნება, სანიაღვრე არხები ეწყობა და ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა იგება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 288 887 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. თუმცა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციის დასრულებას 2023 წლამდე აპირებენ.