ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

382

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.