ჯანდაცვის მინისტრი კი არა მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს - “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა და მილევის რეჟიმში გადავიდა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდის მართვის პროცესში წარუმატებლობა გუნდში ვინმეს უნდა დაბრალებოდა და “როგორც ჩანს, ერთმანეთის გადაბრალების პროცესი წავიდა”.
“ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს, ჯანდაცვის მინისტრი...
"ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც" - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს და დღეს გამაღთულ სასამართლო სხდომას ეხმაურება.
დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ბიძინას ჯიბის პროკურორები, შუბლძარღვგაწყვეტილი ახალგაზრდები საბჭოთა მენტალობით, უცოდინრები, ტროიკის სტილში
დიდი ხნის წინ გამზადებული საბრალდებო დასკვნით, ერთადერთი სურვილით: ასიამოვნონ ზემდგომს, ბიძინას და მის ზემდგომს, მიიღონ თავზე ხელის გადასმა, პრემია, დაწინაურება... კანონი და სამართალი ფეხებზე...
წინა სტატია
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა და საძოვრებზე ნაგავსაყრელის მოწყობა მათ პრობლემას შეუქმნის, ასევე იქნება ეკოლოგიური პრობლემები. მათი თქმით, ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობას არ დაუშვებენ და პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც მიმართავენ.
სოფელში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, სადაც ნარჩენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ასევე რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან შეგროვდება.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახლახან განაცხადა.
ბრიფინგზე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებსა და საექიმო საზოგადოებას კოვიდ 19-თან ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის.
ტიკარაძემ, ასევე, ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც, მისივე თქმით, სამინისტროში ჯანდაცვისა თუ სოციალურ სფეროში წარმატებით განახორციელეს.
ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მინისტრის პოსტიდან პარტიის პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებს, თუმცა, კონრეტულად რატომ მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მან...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ახლა იწყება განათლების რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის დაბრუნებას განათლების სისტემაში.
„2016 წელს მიღებული კანონის საფუძველზე გაიწერა სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებმა ჰიგიენის, კვების, აღმზრდელ-პედაგოგების მიმართულებით. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ პროცესში აუცილებელი გახდა, გაგვეძლიერებინა მუნიციპალიტეტები მათი ცოდნითა და კომპეტენციით, რათა მათ...
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა შეჩერებულია. მშენებელი კომპანიიის, „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ წარმომადგენელ დიმა შალიკაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, დაკორექტირებულ პროექტს დამკვეთის, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“, თითქმის ერთი თვეა, ელოდებიან. წელს უნდა დასრულებულიყო საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის პირველი ეტაპი, რაც ცენტრალურ მაგისტრალზე დასაერთებელი ჭების მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის კანალიზაციის პროექტში ცვლილების აუცილებლობა მიწის იმ ნაკვეთის გაყიდვამ გამოიწვია, რომელზეც ცენტრალური მაგისტრალი უნდა მოწყობილიყო.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება თელავის შემოსასვლელში თბილისის გზატკეცილსა და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია.
თელავში სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად გაეცნო.
„პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება.
ამასთან, მათივე ცნობით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისთვის ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი არ არსებობს.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სემეკი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 47 სასამართლო დავის მონაწილეა, რიგ შემთხვევებში უწყება თავად არის მომჩივანი, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში თავად მერიას უჩივიან კერძო პირები ან/და კომპანიები. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მაგალითისთვის, 2018 წელს გორის მერიას შპს “გელამ” უჩივლა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სასამართლო დავა დღემდე გრძელდება.
არის შემთხვევები, როცა გორის მერია თავად არის მომჩივანი. მაგალითისთვის, 2019 წელს მერიამ შპს “დიას” უჩივლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს...
დედაქალაქის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტები აღნიშნული მემორანდუმებით იღებენ ვალდებულებას, გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი საქართველოში ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებითა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით. ხელი შეეწყოს უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.
ხელმოწერის...
ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაფართოება და არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მდინარის დინების მარეგულირებელი და წყალდიდობებისგან დამცავი სამუშაოების ფარგლებში, არხში ბეტონის კედლების ჩასხმა მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
ოღასკურას კალაპოტის გაფართოების პროექტს "როუდ სოლუშენი" ახორციელებს და მილიონ 250 000 ლარის ღირებულებისაა.
არხის გაფართოების სამუშაოები სავარაუდოდ, წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
"პროექტი მოიცავს "ჰუალინგის" შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს ხიდამდე, გზის ქვეშა...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი ფრაქციის თავმჯდომარეს, 11 მოადგილე ეყოლება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ღაღანიძისათვის ექვსი, ხოლო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძულიაშვილისათვის, ხუთი მოადგილე შეირჩა.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, ხელფასიანია და საკრებულოს თერთმეტივე წევრი, უკვე მომატებულ ხელფასს, იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში აიღებს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ტარიელ გალახვარიძემ, რადიო ჰერეთთან განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში...
შემდეგი სტატია
4 წლისა 6 თვის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, როგორც იქნა, მოიცალა და კანონდარღვევით გაუქმებული თვითმმართველი ქალაქების საქმის განხილვა გადაწყვიტა. ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, თელავი, მცხეთა და ამბროლაური - ეს ის თვითმმართველი ქალაქებია, რომლებსაც, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პირადი გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა. პროცესი კი კანონდარღვევით, მოქალაქეებთან...
წინა სტატია
ფაქტია, რომ პირდაპირ კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კონკურსში ჩვენმა კანდიდატმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთია ის შეთავაზება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აკეთებს და მეორე საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან.
„დასრულდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































