გორის მუნიციპალიტეტის მერია 47 სასამართლო დავის მონაწილეა, რიგ შემთხვევებში უწყება თავად არის მომჩივანი, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში თავად მერიას უჩივიან კერძო პირები ან/და კომპანიები. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მაგალითისთვის, 2018 წელს გორის მერიას შპს “გელამ” უჩივლა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სასამართლო დავა დღემდე გრძელდება.
არის შემთხვევები, როცა გორის მერია თავად არის მომჩივანი. მაგალითისთვის, 2019 წელს მერიამ შპს “დიას” უჩივლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული დავაც, წინას მსგავსად დღემდე გრძელდება.
2020 წლის ნოემბრიდან დღემდე, გორის მერიამ 35 სასამართლო დავა დაასრულა, მათ შორის ძირითადად არის ისეთი ტიპის დავები, როცა უწყება კომპანიას ან ფიზიკურ პირს უჩივის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის დაკისრების გამო.