წყალტუბოს სოფელ უკანეთში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ

717

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა და საძოვრებზე ნაგავსაყრელის მოწყობა მათ პრობლემას შეუქმნის, ასევე იქნება ეკოლოგიური პრობლემები. მათი თქმით, ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობას არ დაუშვებენ და პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც მიმართავენ.

სოფელში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, სადაც ნარჩენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ასევე რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან შეგროვდება.