ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურეობაში 60 000 ლარს დახარჯავს. კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მერიამ მიმდინარე წელს ხელშეკრულება კომპანია "მაგთიკომთან" გააფორმა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის მარტიდან მომავალი წლის 31 იანვრამდე კომპანიამ სატელეფონო მომსახურეობა უნდა უზრუნველჰყოს. თვის განმავლობაში მერიას სატელეფონო მომსახურეობა დაახლოებით 5 000 ლარი უჯდება. ამ დროისთვის კომპანიის ანგარიშზე დარიცხულია დაახლოებით 18 000 ლარი. 2017 წელს აღნიშნულ მომსახურეობაზე 65 000 ლარი დაიხარჯა.
მესტიიდან 28 კილომეტრის დაშორებით, ფარის თემი მდებარეობს, ის რამდენიმე პატარა სოფელს მოიცავს, რომლებიც დაცლის პირას არიან. თემში 175 ადამიანი ცხოვრობს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ფარის საჯარო სკოლაში სულ 35 ბავშვი დადის. არის კლასები, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლეა.სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე წულუკიძე 18 წელია ამ სკოლაში ასწავლის. მან დიდი ხნის წინ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ახალგაზრდებს სოფლიდან...
წინა სტატია საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -  გამოყენების ფაქტზე  შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს,  შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარ ინჟინერს  ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადების მიზნით, შპს...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდა ხიდი მდინარე გვალაშარაზე, მოეწყო ხიდ-ბოგირი მდინარე ნოხუერზე, ამჟამად კი, მიმდინარეობს გზის მშენებლობა პორტალის სათავე ნაგებობამდე, სადაც დაიწყება გვირაბის 6-კმ.იანი მონაკვეთის მოწყობა. პროექტს შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოებში დასაქმებულია 45 - მდე ადამიანი. მერიის ცნობით, „ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 41,5 მგვტ, იქნება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის დაახლოებით...
ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ცნობიტ, ამ ეტაპზე ოქტომბრის და შეროზიას ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნული პროექტი თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციასაც მოიცავს. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს. "ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ეკლესიამდე მისასვლელ 2კმ-იანი გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყობა. მერიის ცნობით,  პროექტს რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდი 221 600 ლარით აფინანსებს. საგზაო სამუშაოებს კი,  ტენდერის პირობების მიხედვით შპს „მიმდემი“ ასრულებს.
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ქათამაძის თქმით, 5 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „შიმშილობა ოფიციალურად შევწყვიტეთ. საზოგადოებამაც ნახა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე. მმართველ გუნდს არ აინტერესებს ადამიანის უფლებები. თავს დამესხნენ, ფიზიკურად გამისწორდნენ, მაგრამ ამაზე ფაქტობრივად რეაგირება არ მომხდარა. შიმშილობა შევწყვიტეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი...
ჭიათურის მუნიციპალიტეტიში, ნაგუთის დასახლებაში, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი 36,6 მლნ ლარით აფინანსებს. აღნიშნული სამუშაოები სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, პროექტის ფარგლებში ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელები მოეწყობა. "პროექტი 2019 წელს დასრულდება, რომლის შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი", - აცხადებენ მერიაში.
ხონის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტში 20-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კერძოდ, ქალაქ ხონის №1 და სოფელ გოჩა - ჯიხაიშის საბავშვო ბაღებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და დასრულდება ა(ა)იპ ხონის სამხატრო სკოლის კეთილმოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მათხოჯში, ბარაბაძეების უბანში, სოფელ ახალშენში ეკო მიგრანტთა დასახლებაში, სოფელ საწულუკიძეოში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე, სოფელ ნახახულევში ტაძრიდან ეძგვერაძეების უბნამდე, სოფელ დედალაურთან დამაკავშირებელ, სოფელ მათხოჯის დედათა მონასტერთან მისასვლელი, სოფელ გუბის ცენტრიდან...
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიაში არსებულ კომპიუტერებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გარდა, Facebook-ი ყველგან დაბლოკილია. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. გორის მერი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება და კომენტარების დაწერა მობილური ტელეფონებიდანაც შეზღუდული აქვთ. "მერის თანამდებობაზე მოსვლის დღიდან შევუთანხმდი თანამშრომლებს, რომ სამსახურში Facebook-ი არ უნდა გამოეყენებინათ. ზოგმა დაარღვია პირობა, ზოგმა დაიცვა წესი. შემდეგ კი, გადავწყვიტეთ საერთოდ დაგვებლოკა გასართობი საიტები. პირობას ვერ...
ბორჯომის მერია დამწვარ ბაზარში ზარალის შესწავლის შემდეგ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება, ასევე, შესაძლოა, თვითმმართველობამ დაზიანებული შენობის შესაკეთებლადაც გაიღოს ხარჯი. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ბორჯომის მერიის უადიტის სამსახური როგორც მოვაჭრეებისთვის მიყენებულ ზარალს, ასევე, იმ ხარჯებსაც შეისწავლის, რაც დაზიანებული შენობის შესაკეთებლადაა საჭირო. მერიაში ამბობენ, რომ იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ, დასკვნის დაწერის შემდეგ განისაზღვრება. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის „აგრარული ბაზარი“ ექვს ივნისს გამთენიისას დაიწვა.
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოსთან ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ისევ დეპუტატ ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას, ასევე ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ საკრებულოს შენობაში ინციდენტიც მოხდა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ბესიკ ქათამაძე და დავით მჟავანაძე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტების მიჭედებას ცდილობდნენ,...
კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ცნობით, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი არსებული ქსელის გამოცვლას, სათვალთვალო ჭების, სანტექნიკის ნაწილის, გარეგანათების, სათავე ნაგებობისა და ლითონკონსტრუქციების ზეთოვანი საღებავით შეღებვა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. "დასახლებას სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 200 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება",- აღნიშნა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის...
თბილისში, შარტავას ქუჩის N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და 150 დეკორატიული მცენარე დაირგო. ასევე, 1000-მდე მცენარით მოეწყო ცოცხალი ღობე. თბილისის მერიის ინფორმაციით, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი უკვე განახლდა, მოეწყო ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, განახლდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სამუშაოები გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და...
რუსთავში თანადაფინანსებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსმა“ საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ახალი ,,ინიციატივების პროგრამის" განხორციელება დაიწყო. მერიის ცნობით, პროგრამის მიხედვით შესული განცხადებების საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალას შეიძენს და მოსახლეობას გადასცემს. მოსახლეობა კი თავის მხრივ, მიღებული მასალით სამუშაოებს საკუთარი სახსრებით შეასრულებს. თანადაფინანსების ეს პრინციპი, რუსთავის მერიაში, წელს პირველად დაინერგა. პირველ ეტაპზე შეძენილი სამშენებლო მასალით, 17...
ბათუმის ,,სანდასუფთავების“ სამსახურმა ყოროლისწყლის კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. ასევე. მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა მდინარე ბარცხანის კალაპოტი, საიდანაც დიდი ოდენობით საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები იქნა ამოტანილი. "ნარჩენები იმდენად დიდი რაოდენობისაა, რომ მდინარეზე დამაგრებული სპეციალური დამჭერებიც ვეღარ აკავებს", - აცხადებენ მერიაში. მათივე ცნობით, იწყება მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტისა და სანაპიროს დასუფთავების სამუშაოებიც. მდინარეების კალაპოტების დასუფთავება ეტაპობრივად განხორციელდება. "ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და გაუფრთხილდნენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ