ბათუმში მდინარეების კალაპოტებს წმენდენ

1304

ბათუმის ,,სანდასუფთავების“ სამსახურმა ყოროლისწყლის კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა.

ასევე. მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა მდინარე ბარცხანის კალაპოტი, საიდანაც დიდი ოდენობით საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები იქნა ამოტანილი.

“ნარჩენები იმდენად დიდი რაოდენობისაა, რომ მდინარეზე დამაგრებული სპეციალური დამჭერებიც ვეღარ აკავებს”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, იწყება მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტისა და სანაპიროს დასუფთავების სამუშაოებიც. მდინარეების კალაპოტების დასუფთავება ეტაპობრივად განხორციელდება.

“ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და გაუფრთხილდნენ გარემოს”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.