პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიწის ახალი რეფორმაა საჭირო, რადგან მისი აზრით, დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ბახტაძის თქმით, მთავრობამ მიიღო მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშნელოვნად შეარბილებს პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო.
„ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაშია და ივლისში კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა საგადასახადო...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 29 ივნისს, 10:30 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: სტალინის ქ. #7) საჯარო განხილვას გამართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრა ფოკუსირებული იქნება გორის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.
შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლები კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მერი, დავით რაზმაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ქეთი ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსის კონტროლიორები გაცდენილი პერიოდის ხელფასებს უკლებლივ აიღებენ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"რაც შეეხება კონტროლიორებს, აქ არის საუბარი იმ რამდენიმე დღეზე, როდესაც ეს ადამიანები არ მუშაობდნენ მეტროს გაჩერების გამო და ავტობუსები უფასო რეჟიმში გადაადგილდებოდნენ. ეს ადამიანები იმ გაცდენილი პერიოდის ხელფასს უკლებლივ აიღებენ",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძემ კომენტარი გააკეთა ასევე თბილისი-რუსთავის...
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილის რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მისი თქმით, აქვს ნანახი ძველი სურათები და იცის, თუ როგორი განსაკუთრებული ხიბლი ქონდა ქალაქს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, ეს არის ზუგდიდის ცენტრის რეკონსტრუქცია, განახლება, რომ ქალაქს მივცეთ ახალი სიცოცხლე, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში", - აღნიშნა პრემიერმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსების სიმწირეა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი აღმზრდელი მათ საკუთარი ფინანსური სახსრებით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.
„ამ რესურსებზე თითო ბავშვზე ყოველწლიურად მინიმალური თანხა იხარჯება: 56 მუნიციპალიტეტიდან...
სკოლამდელ დაწესებულებებში ადრეული ასაკის ბავშვთა ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 95%) დაბალია.
გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) კვლევის მიხედვით, ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ (33%), სოციალურად დაუცველ (39,7%) და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში(46,8%).
„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში, საბავშვო ბაღში სრული ინკლუზიისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ...
სად არიან ის ოპოზიციონერები, ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ, თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო? - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
„ახლა რას იტყვით საინტერესოა. რომელიმემ გამოხატეთ ინტერესი პროექტის მიმართ ან მონაწილეობა მიიღეთ საჯაროდ...
ხაშურში წყლის ინფრასტრუქტურის განვითრების მხარდასაჭერად გარკვეული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელთან ჟან-ბატისტ დიუმესთან შეხვედრის მთავარი თემა.
უწყების ცნობით, AFD-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან, ზაზა სიხარულიძესთან და ირაკლი ურუშაძესთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წელს ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
"ისტორიული პარკების რეაბილიტაციას ვიწყებთ. პირველ რიგში ეს შეეხება ვაკის პარკს და ვერის ბაღს. ამ ორ ადგილზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, როცა პროექტი დასრულდება, მომავალ წელს დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც წინადადებებს მიიღებს. შეიძლება...
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერიისგან რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის გამო, მუნიციპალურ ფონდსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის ადვოკატირებას ითხოვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა დედაქალაქის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა, მაგისტრალის მშენებლობით ასეულობით ოჯახია დაზარალებული.
"რუსთავის გზის მაგისტრალის მშენებლობის გამო დაზარალებულია ასობით ოჯახი, ის ქმედება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ადამიანების მიმართ ახორციელებს, არ ჯდება კანონმდებლობის არც ერთ ნორმაში....
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. ამასთან, პირველი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.
"დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოწვევების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტს მკვეთრი...
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლის“ პროექტის შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ ტემპები მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაინც არ არის საკმარისი და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი ბინა უნდა ავაშენოთ და აგრეთვე, აუცილებელია, რომ უფრო მეტი მასშტაბით განვახორციელოთ „სოფლად სახლის“ პროექტი; მინდა, იმ ოჯახებს, რომლებიც ობიექტის დროულად დასრულებას ელოდებიან შევპირდე, რომ ჩვენ უმოკლეს ვადებში...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. კალაძის თქმიტთ გამარჯვებული იქნება ის კომპანია, რომელიც მერიას მინიმუმ 5 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს გადასცემს.
"კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები წლების მანძილზე ბინებს ელოდებიან სახელმწიფოსგან, თუმცა ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაკმაყოფილება და ადამიანები ამ მოლოდინში პირდაპირ...
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. "ჩვენი გულის წადილი აუცილებლად ახდება, დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა", - ასე მიმართა ბახტაძემ დევნილებს ბინების გადაცემის ცერემონიაზე.
„თითოეული ჩვენგანისთვის ემოციური დღეა - დღეს 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, მიიღებს ადგილს, სადაც იცხოვრებს. ადგილს, საიდანაც შეძლებენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ეს ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს...
თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ძველი თბილისის მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ დემონტაჟი გაუკეთონ მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას (კონდიცირებისა და გათბობის სისტემის მილებს), რომელიც ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს.
თბილისის მერის თქმით, 2016 წელს თბილისის მერიის დაფინანსებით აღმაშენებლის გამზირის ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ასევე მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია.
"ძალიან სამწუხარო...
წინა სტატია
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყების წინ კახა კალაძემ განაცხადა, მერიის მიერ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.
ამასთან, დასძინა, რომ თუ კერძო სექტორი ამ წინადადებით არ ინტერესდება, საპარკინგე ადგილების მოწყობა მუნიციპალიტეტს მოუწევს.
"სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































