თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წელს ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“ისტორიული პარკების რეაბილიტაციას ვიწყებთ. პირველ რიგში ეს შეეხება ვაკის პარკს და ვერის ბაღს. ამ ორ ადგილზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, როცა პროექტი დასრულდება, მომავალ წელს დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც წინადადებებს მიიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარკების არსებობიდან ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა რაც დაგეგმილი გვაქვს. საქალაქო პარკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არის საგანგაშო და მძიმე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიმართულება გახდეს პოპულარული და ადამიანებსაც სურვილი გაუჩნდეს შევიდნენ პარკებში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენონ” – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში ასევე იგეგმება წითელი ბაღის (გოძიაშვილის ბაღი) რეაბილიტაცია.