ბახტაძე: უფრო მეტი მასშტაბით უნდა განვახორციელოთ „სოფლად სახლის“ პროექტი

807

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლის“ პროექტის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ტემპები მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაინც არ არის საკმარისი და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი ბინა უნდა ავაშენოთ და აგრეთვე, აუცილებელია, რომ უფრო მეტი მასშტაბით განვახორციელოთ „სოფლად სახლის“ პროექტი; მინდა, იმ ოჯახებს, რომლებიც ობიექტის დროულად დასრულებას ელოდებიან შევპირდე, რომ ჩვენ უმოკლეს ვადებში დავამთავრებთ მშენებარე ობიექტსაც და შემდეგი 360 ოჯახი დროულად მიიღებს ბინებს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბინების გადაცემის პროცესს მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.