ქალაქ სიღნაღის ცენტრში, გზირიშვილის ქუჩაზე, მერიის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა ხეები გაკაფეს და ტოტები ძირში მოჭრეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, მოჭრილი ტოტების დიდი ნაწილი გამხმარი იყო და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა მათი გაკააფვის შემდეგ საღი ტოტების მოჭრაც გადაწყვიტეს. ბატიაშვილის განმარტებით, ხეებზე საღი ტოტების დატოვება გამოიწვევდა მათ არასწორად გაზრდას, რომელიც ქალაქის იერსახეს დაამახინჯებდა.
"ხეებს...
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 41 ათას 902 ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ბათუმის პლაჟების ნაწილი, შშმ პირებისთვის, ნაწილობრივ ადაპტირებული გამხდარიყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
8 კილომეტრიან მონაკვეთზე, სულ ხუთი ხის ბილიკი გაკეთდა, რომლის სიგრძე 80 მეტრი, ხოლო სიგანე 120სმ. ადგილები, სადაც შშმ პირებს, სანაპირომდე ჩასვლა შეეძლებათ განლაგებულია დ. თავდადებულის და პ. მელიქიშვილის ქუჩების მოპირდაპირედ. ასევე, დელფინარიუმის, სასტუმრო კოლიზეუმის და რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ.
როგორც...
კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩის N111-ში, N3 კორპუსის უკან, გრუნტის დამჭერ საყრდენ კედელზე უსაფრთხოების ღობე მოეწყო.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების საერთო ღირებულებამ 4 504 ლარი შეადგინა.
"აღნიშნულ მისამართზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა, რის გამოც, კრწანისის რაიონის გამგეობამ დამჭერი კედლის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო და კორპუსის მიმდებარედ, 45 მეტრი სიგრძის დამჭერი კედელი ააშენა", -აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N2ა-სა და თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩის N2ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის თხოვნოთ, საბავშვო ბაღთან მისავლელი გზის რეაბილიტაციაც ხორციელდება, 4000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება და ეწყობა ბორდიურები.
ამასთან, თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2800 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
"ორივე პროექტის ღირებულება 388 514 ლარს...
ქვემო სამგორში, გუმათჰესის ქუჩაზე, N2 კორპუსის მიმდებარედ, 450 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც ამჟამად, ბალახის ხელოვნური საფარი იგება. აღნიშნულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77 443 ლარს შეადგენს.
ასევე, 450 კვ.მ ფართობის სტადიონის მოწყობა ოცხელების ქუჩაზე, N25ა კორპუსის მიმდინარედ.სამუშაოებს გემგეობის კონტრაქტორი შპს „პე-ბე“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი, 77 832 ლარია.
"ნავთლუღის მეორე...
წელს პირველად საქართველოში, ზუგდიდში, გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომელზეც საუკეთესო აჯიკას და სხვა ქართულ პროდუქტებს გამოავლენენ. ფესტივალი 30 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ზე ღონისძიების გვერდი გაკეთდა.
ამავე ფესტივალზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოვლინდება საუკეთესო გარე-კვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ "სტრით-ფუდ" ფესტივალზე და იასპარეზოს ევროპის თასისთვის.
ორდღიან ღონისძიებაზე გაიმართება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასი, სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ განსხვავებული ეთნიკური კერძები. ფესტივალზე...
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას რუსული პროპაგანდის გავრცელების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. საუბარია 30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალზე “21-ე საუკუნის ბავშვები”. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი რუსეთშია დაფუძნებული და მისი ძირითადი მიმართულება რუსული პროპაგანდის გავრცელებაა, ამასთან ოპოზიციის ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერები არიან “საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი” რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები და რუსეთის კულტურის სამინისტრო.
ასმათ დიასამიძის განმარტებით, საერთაშორისო...
ინტერტრანსმა მოქალაქეებს აცნობა, რომ ზაფხულის დადგომისთანავე თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებში მძღოლებს კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება ექნებოდათ. ამის უზრუნველსაყოფად კომპანიამ სამარშუტო ტაქსებში გაგრილების სისტემა შეაკეთა. თუმცა, ამ დროისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშუტოების უმეტესობაში გაგრილების სისტემა ჩართული არ არის. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
კონდიცირების არარსებობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მუდმივად სიცხე და უჰაერობაა, ან დაპირისპირება მძღოლებსა და მგზავრებს შორის, რაც კონდიციონერის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ. ეთნიკური ბერძნებით დასახლებულ სოფელში გზები ისეა დაზიანებული, რომ ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა პაციენტამდე ვერ მიდის. ინფორმაციას "ბორჯომის ტელევიზია" ავრცელებს.
ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რომ სოფელში სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში, გზის არარსებობის გამო, დახმარების მანქანას პაციენტამდე მისვლა დააგვიანდება.
ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ სოფელს მრავალი წლის განმავლობაში პირველად, სოფლამდე მისასვლელი გზა ექნება, ვინაიდან ბაკურიანი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ გზას...
წინა სტატია
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიკროავტობუსის მძღოლებს ერთ თვიანი ვადა მისცა. 30 დღეში მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებები მწყობრში უნდა მოიყვანონ და ქალაქში გრაფიკით იმოძრაონ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ბათუმის მერიის პოზიცია ის არის, რომ გადამზიდ კომპანიებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ. მათზეა დამოკიდებული ხაზების შემცირების შემდეგ, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, დღე ჩაგდების პრინციპით იმუშავებენ, თუ რაიმე სხვა ალტერნატიულ საშუალებას გამოძებნიან.
გადაწყვეტილია, რომ ბათუმის ქუჩებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს.
ბათუმის მერი...
ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა. ციცისა და ფლიპერს შვილები ერთკვირაინ შუალედში, 20 და 26 ივნისს გაუჩნდათ.
დელფინის დაბადების ვიდეო მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.
https://www.youtube.com/watch?v=kM0fF9rbT-c
დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. შემდეგ კი დედამ შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.
დედაქალაქში გვაქვს მწვავე პრობლემა ეკოლოგიური მდგომარეობის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კახა კალაძის თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია.
„ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. მგონია,...
წინა სტატია
ქუთაისის მერიამ სასტუმროს მომსახურებისთვის 10 000 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა, ქუთაისის მერიის მიერ მოწვეული სტუმრების სასტუმრო მომსახურება, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს.
ამასთანავე, სასტუმრო ქალაქის I და II ზონაში უნდა მდებარეობდეს, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ჰქონდეს 24 საათიანი მომსახურება ნომრებში და რესტორნის ტიპის სასადილო...
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ე.წ. LED ტიპის სანათებს ამონტაჟებს. ძველი ნათურების ახალი ე.წ. LED ტიპის 90- ვატიანი სანათებით ჩანაცვლება ელექტროენერგიის დაზოგვისა და ხარისხის გაუმჯობესების გამო მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეცვლილია 247 ცალი ნათურა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„მიმდინარე წელს ჯამში 2000 ცალი ნათურის შეცვლა მოხდება. ასევე, მიმდინარეობს ქუთაისში არსებული მინი მოედნებისა და სკვერების ღამის განათების აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები...
თბილისში კონფერენცია "ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება" გაიმართა. კონფერენციის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვი, რომლის ფოტოებსაც სოციალურ ქსელში აზიარებენ, ჰაერის დაბინძურების კუთხით "ეს ზღვაში წვეთია". ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, იმ ავტომობილთა 90%, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, არის მოძველებული და განახლებას საჭიროებს.
დედაქალაქის მერის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამონაბოლქვი არის ზღვაში წვეთი,...
ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულს სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ბრიგადა მოემსახურება. ახმეტის მერიაში ამბობენ, რომ დახმარების ბრიგადა უკვე თუშეთშია და მთელი სეზონის განმავლობაში ადგილობრივებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მასზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი: გიორგი ციხელაშვილი და მედდა: მანანა ბექაური'',- თქვეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































