ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა (ვიდეო)

805

ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა. ციცისა და ფლიპერს შვილები ერთკვირაინ შუალედში, 20 და 26 ივნისს გაუჩნდათ.

დელფინის დაბადების ვიდეო მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.

დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. შემდეგ კი დედამ შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.