ქვემო სამგორში, გუმათჰესის ქუჩაზე, N2 კორპუსის მიმდებარედ, 450 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც ამჟამად, ბალახის ხელოვნური საფარი იგება. აღნიშნულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77 443 ლარს შეადგენს.
ასევე, 450 კვ.მ ფართობის სტადიონის მოწყობა ოცხელების ქუჩაზე, N25ა კორპუსის მიმდინარედ.სამუშაოებს გემგეობის კონტრაქტორი შპს „პე-ბე“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი, 77 832 ლარია.
“ნავთლუღის მეორე დასახლებაში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
მე-3 ქუჩის N1ა-ს მიმდებარედ, 510 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ტრიბუნებით, ღამის განათებით, კონსტრუქციული გადახურვითა და შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით მოეწყო, მე-4 ქუჩის მიმდებარედ კი, 330 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი გაიხსნა”, – აცხადებენ გამგეობაში.