ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ე.წ. LED ტიპის სანათებს ამონტაჟებს. ძველი ნათურების ახალი ე.წ. LED ტიპის 90- ვატიანი სანათებით ჩანაცვლება ელექტროენერგიის დაზოგვისა და ხარისხის გაუმჯობესების გამო მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეცვლილია 247 ცალი ნათურა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„მიმდინარე წელს ჯამში 2000 ცალი ნათურის შეცვლა მოხდება. ასევე, მიმდინარეობს ქუთაისში არსებული მინი მოედნებისა და სკვერების ღამის განათების აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები უკვე ჩატარდა 12 მინი სტადიონზე და ასევე მოხდა 5 სკვერის ღამის განათების აღდგენა“, -აცხადებენ ქუთაისის მერიაში.