კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე, უსაფრთხოების ღობე მოეწყო

969

კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩის N111-ში, N3 კორპუსის უკან, გრუნტის დამჭერ საყრდენ კედელზე უსაფრთხოების ღობე მოეწყო.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების საერთო ღირებულებამ 4 504 ლარი შეადგინა.

“აღნიშნულ მისამართზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა, რის გამოც, კრწანისის რაიონის გამგეობამ დამჭერი კედლის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო და კორპუსის მიმდებარედ, 45 მეტრი სიგრძის დამჭერი კედელი ააშენა”, -აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.