მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, დაწყებითი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 443 599 ლარს შეადგენს. პროექტს სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" ახორციელებს და სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს.  
წინა სტატია საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალ ყველა პარტიასთან გამართავს კონსულტაციებს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. ოპოზიცია კი კონსტიტუციის მოქმედ და ახალ რედაქციაში არსებულ კაზუსზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის მორიგი უთანხმოება გამოიწვიოს. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უზენაეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეარჩიოს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქერეს სკოლა ინგრევა. შენობის კედლები დაბზარულია და, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ამბობს,  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იქ სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს. სკოლის დირექტორი შოთა ფინდიშვილი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ თუ სკოლის შენობა დროულად არ შეკეთდა, შესაძლოა, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. „დასკვნა მაქვს სამხარაულის საექსპერტო ბიუროსგან, რომ სკოლა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეგეც კი მითხრეს, რომ საშიშია და შეიძლება,...
წინა სტატია ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში, ნაპოვნი მომრგვალო ფორმის დიდი ზომის მინერალები, სავარაუდოდ, 60 მილიონი წლის წინ გადაშენებული ზღვის ცხოველების ნიმუშებია. ამის შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა ირაკლი ბერაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.  "საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჯანელიძემ ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში აღმოჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნების შესახებ წინასწარი დასკვნა წარმოადგინა. მისი განცხადებით...
წინა სტატია გურჯაანში, დიდების მემორიალზე ტელესკოპი დამონტაჟდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის" დირექტორის, ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ალაზნის ველი ახლოდან დაათვალიერონ. მისი განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში ტურიზმის განვითარებას. ,,დიდების მემორიალზე ჩვენი ორგანიზებით ტელესკოპი, იგივე ბინოკულარი დამონტაჟდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე დაიდგა 5 ახალი სკამი, დამონტაჟდა ორი საინფორმაციო ბანერი, საიდანაც ერთზე მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ძეგლების შესახებ...
სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება იგეგმება. ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მარტვილის და ხონის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად განსახორციელებელ ტურისტულ პროექტებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც ორ კვირაში ახალ ტურისტულ მარშუტებსა და არსებულ საჭიროებებზე პირველადი მოკვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს....
გამოცემა "კომერსანტი"  დაინტერესდა იმ ტენდერების რაოდენობით და მოცულობით, რომელიც თბილისის მერიამ 1 ივნისიდან დღემდე გამოაცხადა. ერთ თვეში მერიამ 11 ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 29 700 471  ლარია. ტენდერების ნაწილის თარიღს, სავარაუდო ღირებულებას და აღწერას უცვლელად გთავაზობთ: 1) 26 ივნისს თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2 484 100 ლარის ოდენობით თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციოდ; 2) 26 ივნისს თბილისის მერიამ...
ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სიახლოვეს განთავსებულ მეოთხე საჯარო ბაღს სხვაგან გადაიტანენ. მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას განცხადებით, მისი რეკონსტრუქცია ძველ ადგილზე, შენობის არამყარი საფუძვლის გამო ვერ ხერხდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „ახალი საბავშვო ბაღი აშენდება მ. კოსტავას ქუჩის ბოლოში“, - განაცხადა რუსლან კილასონიამ. თუ რა დანიშნულება ექნება მიწის ნაკვეთს სადაც ადრე მეოთხე საბავშვო ბაღი მდებაროებდა, ამ დროისთვის გაურკვეველია. როგორც რუსლან...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულ შენობის სახურავს რეაბილიტაცია მეორადი მასალით ჩაუტარდა. ამის შესახებ იმ წერილებშია აღნიშნული, რომელიც კასპის მერიამ მშენებლ კომპანიასთან აწარმოა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, დაახლოებით 120 კვ.მ ფართობიდან, ახალი თუნუქი, მხოლოდ, 45 კვ.მ ფართობზე დაჭირდათ. დანარჩენ ფართობზე მანამდე არსებული, მეორადი მასალა გამოიყენეს: ,,ძველი მასალა კვლავ გამოდგებოდა. პროექტის მიხედვით, ასე...
გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი სამუშაო კაბინეტიდან ხმა გადის. ამის გამო, თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებით, კაბინეტის კედელში ხმის იზოლაციის დამონტაჟება გადაწყვიტა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ,,რასაც ვლაპარაკობ ხოლმე კაბინეტში, ყველაფერი გარეთ ისმის," - უთხრა გორის მერმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, განსაკუთრებით, საუბრის ხმა სამდივნოში აღწევს. ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს კი, გაღიზიანებული ტონით მიმართა: ,,ნამუსი გაქვთ?" https://www.youtube.com/watch?v=uKpk9LEJz0k კოტე თავზარაშვილის სამუშაო კაბინეტისა და სველი წერტილების რემონტის...
ქალაქ ახალციხის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ „საქართველოს საგამომცემლო ასოციაციის ვაუჩერიზაციის“ პროექტის ფარგლებში 32 დასახელების 37 ეგზემპლარი წიგნი შეიძინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბიბლიოთეკას შეემატა ისტორიული, მხატვრული, ფსიქოლოგიური და დეტექტიური ჟანრის წიგნები. ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტის ლილი აჩელაშვილის თქმით, ბიბლიოთეკას უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი ახალი წიგნი შეემატება. „ახალციხის მერიის დახმარებით 5 000 ლარის წიგნებს შევიძენთ, მათი ნაწილი ჩვენთან, ნაწილი კი სოფლების ბიბლიოთეკებში გადანაწიდლება“, -...
ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე 1995 წელს დამონტაჟებული ფოტოები რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნეს და ახლით შეცვლიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ფოტოები მზისგან იყო გახუნებული და მათი შეცვლა უახლოეს ხანში მოხდება. მათი თქმით, შეცვლილი ფოტოები იგივე ილუსტრაციებით იქნება. აღსანიშნავია, რომ ფოტოებზე ძველი ჯაჭვის ხიდია გამოსახული. ამასთან, ამჟამად ხიდს არც ლამპიონები აქვს. მერიაში ამბობენ, რომ მათ შესაცვლელად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის...
აჭარაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ავტომანქანები გადაეცათ. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთ ავტომანქანას ხელვაჩაურის, ორს ქობულეთის, ხოლო ერთს ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა. ამ ეტაპზე აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა 51 ცენტრს გადაეცა, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგი გამართა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, გენერალურ გეგმაზე მუშაობა თბილისის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ უკვე დაასრულეს და დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ყველა ის ხარვეზი, რომელზეც კერძო თუ საჯარო ფორმატში არაერთხელ გაიმართა მსჯელობა. „რა თქმა უნდა, გენერალური გეგმა ინარჩუნებს მთავარ...
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „თავისთავად გენგეგმა არის ნორმალური. თუმცა გენგეგმა და მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე. არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ გენგეგმას რომ დავამტკიცებთ, მეორე დღიდან გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ვიცხოვრებთ. დოკუმენტი თავისთავად ვერაფერს შეცვლის, თუ...
წინა სტატია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ. "მიმდინარე წლის 1 ივლისამდე, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განსაზღვრავდნენ. მიღებული ცვლილებების თანახმად,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ