გურჯაანში დიდების მემორიალზე ტელესკოპი დამონტაჟდა

1362

წინა სტატია

გურჯაანში, დიდების მემორიალზე ტელესკოპი დამონტაჟდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის” დირექტორის, ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ალაზნის ველი ახლოდან დაათვალიერონ. მისი განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში ტურიზმის განვითარებას.

,,დიდების მემორიალზე ჩვენი ორგანიზებით ტელესკოპი, იგივე ბინოკულარი დამონტაჟდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე დაიდგა 5 ახალი სკამი, დამონტაჟდა ორი საინფორმაციო ბანერი, საიდანაც ერთზე მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ძეგლების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული და დამონტაჟდა ასევე განათება. ტელესკოპის გამოყენება ფასიანია და ერთი ლარი ღირს. ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა”,- განაცხადა ლაურა ხარიტონაშვილმა.