„ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომებმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით,...
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ,“ გასული წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდი როლი შეასრულა კურორტების განვითარებაში. რამდენიმე ციფრს მოვიყვან - 2012 წლიდან დღემდე, ამ კომპანიამ, რა თქმა უნდა, მთავრობისა დავალებითა და მხარდაჭერით, 31 ახალი საბაგიროს მშენებლობა განახორციელა ოთხივე სამთო კურორტზე, აქედან გუდაურში აშენდა 10, ბაკურიანში - 8, გოდერძიზე - 1, ხოლო სვანეთში 11 საბაგირო და აქ ამჟამადაც მიმდინარეობს დამატებით კიდევ ერთი 1...
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებას ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა მთავრობა ახლა ამავე ადგილას ელექტრობატარეების წარმოების პროექტზე მუშაობს. „ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც იწყებოდა დიდი იმედებით, მაგრამ მის შემდგომ მსვლელობაში პანდემიამ კრიტიკული როლი შეასრულა. მსოფლიოში ძვირად ღირებული ავტომობილების, ელექტრომობილების შეძენაზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია. ის გეგმები, რაც მთავრობას გვქონდა, რომ საჯარო სექტორიც უნდა გადასულიყო ელექტრომობილებზე და ახალი...
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა თავადვე შეარჩიეს. „სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის ხელმეორედ...
დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ - უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც პასუხობს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობით და ახალი ინვესტიციებით. ეს მიღწევა ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. საქართველომ...
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქციის „საჩხერლები საჩხერლებისთვის“ გამართავს. მერიის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია 17 დეკემბერს 11 საათზე მერიის ფოიეში გაიმართება. "მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ აქციაში მონაწილეობა. შემოწირულობად შეიძლება იყოს მხოლოდ არამალფუჭებადი პროდუქტი. მიღებულ პროდუქტს მერია დაამატებს სასაჩუქრე პაკეტებს და საახალწლოდ დაეხმარება ისეთ ოჯახებს ვისაც დახმარება სჭირდება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში. https://www.facebook.com/SachkhereMunicipality/posts/3110691682494036
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულებები სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა და მეტი დასაქმების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე. „ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების,...
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით 2021 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტი 36-ე ადგილს იკავებდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამომსვლელებს სიტყვით ფოთის მერმა მიმართა. ბექა ვაჭარაძემ...
პარლამენტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის საფუძველზეც ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატების გარდა, ბლოკის სიით გასულ ორ დეპუტატსაც შეეძლება. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების - თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის და პაატა მანჯგალაძის საკანონმდებლო ინიციატივაა, მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცეს. „ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა, რაც...
საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საჩხერეში "განახლებული რეგიონების" პროექტი გარდამავალია და სახელშეკრულებო ღირებულება 3 377 700 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "არქიტექსი“ ასრულებს. "იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ,,განახლებული რეგიონების" პროექტებზე. ცოტა განსხვავებული პროექტი გვაქვს საჩხერეში. აქ, რეაბილიტაცია უტარდება...
წინა სტატია უმთავრესი რაც არის, როგორც თქვენ, ისე საზოგადოებამაც იხილა ის უპასუხისმგებლო ქმედება ორივე პარტიისგან, როგორც "ქართული ოცნების" ისე "ნაციონალური მოძრაობისგან, რომელთაგან არცერთი არ შემოსულა სხდომათა დარბაზში, - ასე შეაფასა "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ კვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადადება ჩხოროწყუს საკრებულოში. მისი განცხადებით, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ დაძლია ის პოლიტიკური ეგო, ერთპიროვნულად მართოს მუნიციპალიტეტი თუ საკრებულო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. გიგა...
წინა სტატია მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის განმეორებით კენჭისყრაზე ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა, კვორუმი არ შედგა და სხდომა გადაიდო. შესვენების შემდეგ, დარბაზში მხოლოდ გახარიას პარტიის დეპუტატები დაბრუნდნენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. კენჭისყრამდე, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ლელოს“ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. „ქართული ოცნების“ კანდიდატურას კენჭი მხოლოდ მმართველი პარტიისა და "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა უყარეს. ჯუმბერ იზორიას მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა. ინფორმაციისთვიის, 27-კაციან...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის იერსახის გასალამაზებლად "Street Art-ის" პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს. მერიის ცნობით, თემებისა და ფორმების მრავალფეროვნება, ასევე, ხატვისთვის იდეა და კონცეფცია, კონკურსანტების ფანტაზიასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული. "კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მსურველს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს ესკიზი რამდენიმე ვარიანტი. ამასთან, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესკიზი ანოტაციით. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზი, კონკრეტულად ამ პროექტისთვის უნდა იყოს შექმნილი. სხვა კონკურსისთვის...
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით თითქმის 40 მილიონი ლარით იზრდება და 454 მილიონს შეადგენს. როგორც მინისტრმა განაცხადა, პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლის მშენებელობის მეორე ეტაპის დასაწებად. ასევე დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების“ გარეშე....
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "მასშტაბური პროექტების განხორციელება, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაზეც მოსახლეობასთან ვსაუბრობთ, არის უმნიშვნელოვანესი. გრძელდება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე 7 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადებისა და აკ. შანიძის ქუჩის დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაციის სამუშაოები. წყალტუბოსთვის ქალაქის იერსახის განახლებაზე ზრუნვა ამ...
გორში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, წინასწარი ინფორმაციით, საკრებულო 24 დეკემბერს განიხილავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. პროექტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მლნ 584.6 ათ ლარია გათვალისწინებული, აქედან გზების მშენებლობა და რეაბილიტაციას - 5 მლნ 924.6 ათ. ლარი დაიხარჯება, დანარჩენი ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტის გზების მოვლა-შენახვას – 300,0 ათ. ლარის ოდენობით. ქალაქის ქუჩები: ქ. გორში რაზმაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას - 206,0 ათ....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ