წყალტუბოში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

506

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მასშტაბური პროექტების განხორციელება, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაზეც მოსახლეობასთან ვსაუბრობთ, არის უმნიშვნელოვანესი. გრძელდება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე 7 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადებისა და აკ. შანიძის ქუჩის დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაციის სამუშაოები. წყალტუბოსთვის ქალაქის იერსახის განახლებაზე ზრუნვა ამ ეტაპზე არის მთავარი პრიორიტეტი” – განაცხადა წყალტუბოს მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.