აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.
აჭარის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით თითქმის 40 მილიონი ლარით იზრდება და 454 მილიონს შეადგენს. როგორც მინისტრმა განაცხადა, პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლის მშენებელობის მეორე ეტაპის დასაწებად. ასევე დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების“ გარეშე. გაგრძელდება მაღამთიანი აჭარის გაზიფიციფება, აშენდება სოციალური სახლები ხელვაჩაურში.