გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორში გოგებაშვილის ქუჩაზე ბულვარი მოეწყობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის შესახებ კონსტანტინე თავზარაშვილმა 25 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოები, მერიის გადაწყვეტილებით, კომბინატის ტერიტორიაზე გადავა და იქ როგორც თავზარაშვილი აღნიშნავს ბულვარი გაკეთდება.
https://www.youtube.com/watch?v=yzLfyhW4BlY&feature=youtu.be
წინა სტატია
პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასები გაეზრდება. მატება 30%-ს მიაღწევს. ეს გადაწყვეტილება ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულ ბრიფინგზე დაადასტურა. ამ თემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურისთვის ხელფასების მატება მართლაც დიდი ნაბიჯია. ეს შეეხება იმ თანამშრომლებს, ვინც გაივლის გარკვეულ სერტიფიცირებას.
ეს არაა ისეთი მასშტაბის ცვლილება, რომელსაც პარლამენტის თანხმობა უნდა. საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა მაშინაა საჭირო,...
წინა სტატია
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი დამთავრდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით თემურ აბაზოვი წინასწარ პატიმრობაში დარჩება.
ადვოკატები 40 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.
თემურ აბაზოვმა სასამართლოში სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან რამდენიმე კითხვით პროკურორსაც მიმართა, აბაზოვის თქმით, პროკურატურას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს და გარკვეულ პროცედურებს დროის გაყვანის მიზნით წელავს.
“ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ. იყო შიშის ფაქტორი, რადგან დაემთხვა სარალიძის...
ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 1 სექტემბრისთვის დასრულდება. ყინულის ჰოკეის ფედერაციის ცნობით, ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის დათბუნება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟი, სახანძრო სისტემის მონტაჟი.
დახურულ სპორტული კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე...
თბილისის ზოოპარკში ბერბერული მაკაკა დაიბადა. „ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით-ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს. ათვალიერებენ, თათებით სინჯავენ და სავარაუდოდ, თავის ენაზე უწუ-პუწუებს და ტანკლი-ტუნკლებსაც ეუბნებიან. მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლაპატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო“,...
კრწანისის რაიონში, ტაბიძის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 64 კვადრატული მეტრის ფართობზე რკინა-ბეტონი, 34 კვ.მ-ზე კი, ლითონის მოაჯირი მოეწყობა.
კრწანისის რაიონის გამგეობის ცნობით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, რომელზეც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა, გზის ჩამოშლისა და მოცურების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, რაიონის გამგეობამ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. არსებულ მონაკვეთზე ასევე, მოეწყობა ტროტუარი.
სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 34 300 ლარია გამოყოფილი,...
"პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და სჭირდება ახალი, ეფექტური გუნდი დასახული მიზნების განხორციელებაში, - ასე შეაფასა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დღეს მამუკა ბახტაძის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ცვლილებები ნებისმიერი ჯანსაღი ხელისუფლებისთვის არამარტო ნორმალური, არამედ აუცილებელი მოვლენაა. პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და დასახული მიზნების განხორციელებაში ახალი, ეფექტური გუნდი სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე იყო ცუდი ან კარგი...
წინა სტატია
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები და კომლექსური ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. ადვოკატების განცხადებით, აბაზოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს. უფლებადამცველებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც ისინი აბაზოვის გათავისუფლებას 40.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
თემურ აბაზოვმა სასამართლოში სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან რამდენიმე კითხვით პროკურორსაც მიმართა, აბაზოვის თქმით,...
წყალსადენი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში 2 წლის წინ მოაწყვეს არ ფუნქციონირებს. სისტემით სასმელი წყალი დაგეგმილის მიხედვით 60-ზე მეტ აბონენტს უნდა მიეწოდოს, თუმცა ადგილობრივების თქმით სათავე ნაგებობები უხარისხოდაა გაკეთებული. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
წვიმის დროს წყალი იმღვრევა, მზიან ამინდში კი წყლის დებეტი ისე იკლებს, რომ ონკანებში წყალი ფაქტობრივად აღარ მოდის. ხელვაჩაურის მერიაში ამტკიცებენ რომ ახლახანს მოწყობილს სისტემას მალე რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
https://youtu.be/w_fZcFOg4R8
წყლის პრობლემაზე დღეს ხულოს საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრეს. მმართველი და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით ვაშლოვანში 80-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება და პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხულოს ბიუჯეტი 456 ათას 900 ლარით გაიზარდა და 11 მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახდის ხარჯზე მოხდა. თანხების ძირითადი ნაწილი სოფლებში წყალსადენის მშენებლობისთვის, სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის და...
დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლელობას წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება. დილის 8 საათიდან რამდენიმე საათით და საღამოს ცხრა საათიდან 23 საათამდე. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ გრაფიკი აბონენტების რაოდენობის ზრდამ და ჰაერის ტემპერატურის მატებამ გამოიწვია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, მთა საჯოგიადან ახალი მაგისტრალის გაყვანა მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, პროექტზე 300 ათას ლარამდე იხარჯება, რის შემდეგაც ხულოში წყლის პორბლემა მოგვარდება. ასევე დაწყებულია კაეფ-დაბლიუს დაფინანსებით...
ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლს დადგამენ. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. უახლოეს მომავალში კი მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოიცემა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ძეგლის დადგმის მოთხოვნით “ქართულმა მარშმა” ბათუმის მერიას ხუთი თვის წინ მიმართა.
ცნობილია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, პროექტი მომზადდება და მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება, სავარაუდოდ, აგვისტოში დამტკიცდება. პროცედურების თანახმად გადაეგზავნება ბათუმის მერიას, თვითმმართველობა კი პროექტის ესკიზზე კონკურსს გამოაცხადებს.
სულიკო თებიძე...
წინა სტატია
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები აბაზოვის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ აქვთ ლოზუნგები „დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს“. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში თეიმურაზ აბაზოვის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აბაზოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისადვოკატი გაგი მოსიაშვილის თქმით, ისინი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ...
წინა სტატია
"რეალურად გუბერნატორების ინსტიტუტი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იყო და რჩება ერთგვარ მაკონტროლებელ მექანიზმად, არაფორმალურ ზედამხედველად ცენტრალური ხელისუფლების ხელში, რომლითაც ის მუნიციპალიტეტებს აკონტროლებს“, - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ. საქმე ეხება რამდენიმე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გათავისუფლებას იმ მიზეზით, რომ რეგიონული მმართველობის პოლიტიკა არაეფექტურია და ის ახალ მიდგომებს საჭიროებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
არჩილ თოდუას თქმით, მხოლოდ გუბერნატორების...
წინა სტატია
"წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს , იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვაენლი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის! მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად“, - აცხადებს ლევან შონია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა დღეს გაათავისუფლა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ლევან შონია მადლობას უხდის თანამშრომლებს, სახელმწიფო უწყებებს, მოსახლეობას ნდობისთვის და გაწეული სამუშაოსთვის.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პოსტზე 4 წელზე მეტი...
წინა სტატია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას, ვიდრე ახალ კადრს წარადგენენ, ლევან შონიას პირველი მოადგილე, კობა ქანთრაია შეასრულებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„პრემიერის განკარგულების ჩამოსვლის შემდეგ, მოვალეობას ავტომატურად ასრულებს პირველი მოადგილე“, - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა, რომელიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































