თბილისის ზოოპარკში მაკაკა დაიბადა. ფოტოკოლაჟი

2536

თბილისის ზოოპარკში ბერბერული მაკაკა დაიბადა. „ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით-ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს. ათვალიერებენ, თათებით სინჯავენ და სავარაუდოდ, თავის ენაზე უწუ-პუწუებს და ტანკლი-ტუნკლებსაც ეუბნებიან. მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლაპატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო“, – წერია თბილისის ზოოპარკის Facebook-გვერდზე.