რუსთავის მერმა საზოგადოებას ახალი მუნიციპალური სერვისის პრეზენტაცია წარუდგინა. ნინო ლაცაბიძემ, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტზე და ლიფტების ოპერირების ახალ მუნიციპალურ პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა.
,,ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში ვაპირებთ ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, მანამდე კი შემოგვაქვს ახალი პროგრამა. ახალი პროგრამის ფარგლებში, კორპუსის ამხანაგობებთან ერთად მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს ხარჯებს, რომლის...
გორის მერიამ 2021 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 30 პროექტი დააფინანსა.
აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ - პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
გორის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების რეაბილიტაცია.
„ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა პროექტის საერთო ღირებულების...
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ინვესტორმა მუნიციპალიტეტის მთავრობას კუს ტბის განვითარების გეგმა უკვე მიაწოდა. მისივე თქმით, ინვესტორს ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რეს ურსიც გააჩნია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
“კუს ტბის განვითარების გეგმა ინვესტორმა მოგვაწოდა. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ თავად მფლობელებთან და შევიმუშავეთ გარკვეული კონცეფცია, ეტაპები და ახლა შეგვიძლია ვიმუშაოთ ისტორულ საბჭოსთან, რომ საბოლოო პოზიციები ჩამოვაყალიბოთ. შესაძლოა, პროცესში ჩაერთონ დაინტერესებული პირები, ექსპერტები და...
ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრის“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსში 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპა-ცენტრი მონაწილეობდა.
"ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა. ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური...
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულდა. ირაკლი ხმალაძის თქმითვე, აღნიშნული პროექტი განხორციელდება, თუმცა მისი პირადი აზრია, რომ პანდემიის პირობებში პროცესი ჯერ არ უნდა დაიწყოს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
“ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ. ამ კვლევის შედეგად, მივიღეთ ძირითადი მონაცემები, რის მიხედვითაც შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება. გარკვეულ პერიოდში ეს პროექტი განსახორციელებელია და ამას მუნიციპალიტეტი გააკეთებს იმ დანახარჯებისა და მოთხოვნის...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ბორბალოში სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას და საგრძნობლად შეამცირებს წყლის დანაკარგს.
შედეგად თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, სოფლების (ბორბალო, ვაშლოვანი, ერტისი, კოდა, კოდის დევნილთა დასახლება, მუხათი, ღოუბანი და კუმისი) 500...
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სამზადისი დაიწყო. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, თათია ფურცელაძის განმარტებით, დაგეგმილია რამდენიმედღიანი ღონისძიებები.
"20 დეკემბერის საღამოს საზეიმოდ აინთება ნაძვისხე. პარალელურად, გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები. ამის შემდეგ 26 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ იგეგმება კონცერტი, რომელიც ორ საათზე დაიწყება და გვიან საღამომდე გაგრძელდება. გადაიკეტება თამარ მეფის ქუჩა, დღის განმავლობაში იგეგმება საბავშვო...
ოპოზიცის დემარშის ფონზე, მარტო დარნჩენილმა მმართველი პარტიის დეპუტატებმა კასპში ხელფასები გაიზარდეს. ხმაურისა და პროტესტის მიუხედავად, კასპის მერის შენობის კარი კრიტიკული მედიისთვის ახალადარჩეული მერის ბრძანდებით ჩაკეტეს.
კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ამიერიდან 2 500 ლარის ნაცვლად 4 500 ლარს აიღებს.
ცნობისთვის, კასპის მერიასთან სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.
საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
„ვიწყებთ...
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი. უფრო ზუსტად, მარტივდება არჩევის პროცედურა. კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
თუ აქამდე საჭირო იყო ოთხი კენჭისყრა, ხოლო ახლა საკმარისი ხდება ორი კენჭისყრის ჩატარება. პირველ ჯერზე საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. პროექტის მიხედვით, აირჩევა ის, ვინც...
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა, კენჭისყრაზე დღეს დადგა. ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 336,2 მლნ ლარით და...
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია იმ ავტოსადგურების ტერიტორიას დააგეგმარებს, რომელზეც რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ხმალაძემ განაცხადა, ავტოსადგურების დღევანდელი მდგომარეობა მაღალ სტანდარტებს და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
„ქალაქში რამდენიმე ასეთი ეკონომიკური ზონა, არეალი გვაქვს, რომელიც მოსაწესრიგებელია. მათი დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს მაღალ სტანდარტებს და საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორიების მოწესრიგება, რომლებიც...
მარნეულის მერის მოადგილემ, ზაურ ტაბატაძემ, რვა წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. როგორც მან, "რადიო მარნეულს" განუცხადა, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და პენსიონერთა რიგებს შეუერთდა.
"ჩემი სურვილით დავტოვე მერია. დავამთავრე ასე ვთქვათ მოღვაწეობა. საკმაოდ ასაკოვანი გახლავართ, დავტოვე მერია და გადავინაცვლე პენსიონერთა რიგებში. მარნეულის მოსახლოებას დიდი მადლობს მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში მომიწია თანამშრომლობა მათთან და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს და...
"კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რუსთავში შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით ახალ წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა არ გვექნება ქალაქში", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსთავს ახალი წლის აღნიშვნა 183 000 ლარი დაუჯდება.
როგორც ლაცაბიძე აცხადებს, აღნიშნული თანხა 2021 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. მისივე თქმით, წინასაახხალწლოდ ქალაქში რამდენიმე სკვერი მოირთვება.
"კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რუსთავში შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით...
"ფანჯრების გამოცვლასთან დაკავშირებით გვიჭირს საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ზოგს ხმაურის, მტვრიანობის, სიცივის დისკომფორტი აქვს, ასეთ საკითხებზე გვაქვს მოლაპარაკება მოსახლეობასთან. შეიძლება დროში გაწელილი პროცესი იყოს და 1-2 თვე ამ მოლაპარაკებებმა წაიღოს", - ამის შესახებ "ინფორუსთავს" მეგობრობის გამიზრზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, "საბა კონსტრაქშენის" დირექტორმა, ლევან თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე დასასრულისკენ მიდის 12 კორპუსის რეაბილიტაცია.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს კარ-ფანჯრების გამოცვლა ფასადის მხრიდან, 10 კორპუსზე...
30 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ადგილობრივი სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
ღონისძიებას ორგანიზაცია ჩENN, ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საზოგადოება “ბილიკთან” პარტნიორობით, აწყობს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ადგილობრივი მეწარმე, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ და სხვა ტიპის ნივთებს საშობაო და საახალწლო თემატიკაზე.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუმრებს შეეძლებათ მოიტანონ მეორადი ტანისამოსი, რომელიც, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გადაეცემა გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
გამოფენა-გაყიდვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































