30 დეკემბერს გორის ცენტრში სოციალური მეწარმეები საახალწლო ბაზრობას მოაწყობენ

479

30 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ადგილობრივი სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

ღონისძიებას ორგანიზაცია ჩENN, ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საზოგადოება “ბილიკთან” პარტნიორობით, აწყობს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ადგილობრივი მეწარმე, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ და სხვა ტიპის ნივთებს საშობაო და საახალწლო თემატიკაზე.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუმრებს შეეძლებათ მოიტანონ მეორადი ტანისამოსი, რომელიც, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გადაეცემა გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა.

ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.