გორის მერიამ 2021 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 30 პროექტი დააფინანსა.
აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ – პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
გორის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების რეაბილიტაცია.
„ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.