ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გუმათის ქუჩაზე 1 660 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნენ. „გუმათის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. აღნიშნულ მისამართზე მსგავსი სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს, 40-მდე მისამართზე მოწესრიგდა ასფალტის...
მერია თბილისის ავტოსადგურების კონცეფციაზე მუშაობას იწყებს - ამის შესახებ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ხმალაძე ამბობს, კონცეფციაზე მუშაობა იგეგმება ავტოსადგურების მესაკუთრეებთან ერთად, ისე როგორც ეს ელიავას ბაზრობის შემთხვევაში მოხდა. კითხვაზე მოუწევთ თუ არა საკუთარი სახსრებით ავტოსადგურების მეპატრონეებს კონცეფციის მომზადება ხმალაძე აცხადებს, რომ ავტოსადგურები საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მსგავსად, რომლის...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენაფლავში გოგირდის აბანოს მშენებლობა დასრულდა. შენობა 2 სექციისგან შედგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. როგორც ქარელის მერიაში განმარტავენ, შენობა კერძო პირებმა ააშენეს. ხოლო სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც სოფელში, აბანოს მშენებლობის დროს, განხორციელდა, გოგირდის წყლებთან არანაირი შეხება აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, 24 დეკემბერს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. ზუგდიდის მერია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება. "სასამართლოდან დამირეკეს. 24 დეკემბერს პროცესი უნდა გაიმართოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გედავებათ ქალაქის იერსახის დამახინჯებასო. ის დღეა ზუგდიდის საკრებულოდან უკანონოდ რომ გამომათრიეს, თითი მომატეხეს და მოტეხილი თითით, მონები დავაწერე მერიასთან. მეორე სასამართლოც ახალ წლამდე მექნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality - ვაი, თქვენს პატრონს",...
ხაშურის სოფელ ქვიშხეთში სასმელი წყლის მილები რამდენიმე ადგილზე დაზიანდა. როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, მაგისტრალური წყალსადენი ათეული წლების წინ არის მოწყობილი და დაზიანება სიძველემ გამოიწვია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. მერიაში ადასტურებენ, რომ სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანების შედეგად არსებობს საფრთხე სასმელ წყალს შეერიოს დაბინძურებული წყალი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობის მოწამვლა, ასევე დაღვრილი წყალი აზიანებს გზის საფარს. უწყების ცნობით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის...
გორში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩებიც. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ცენტრის "ქიდსლენდის" ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა გაალამაზებს. წინასაახალწლო ცერემონიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი...
დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 24 საათაინი წყალმომარაგებით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გრაფიკით სარგებლობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ქსელების მოწყობა, გარდა ამისა დაგეგმილია ხუთი არსებული და ორი ახალი სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის მაცხოვრებლები და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24...
თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. ამჯერად, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გლდანის რაიონში მცხოვრებ კიდევ 21 ოჯახს გადასცა. „გლდანის რაიონში 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას...
რეკორდულია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის განსაზღვრული 2022 წლის ბიუჯეტი, რომელმაც 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაბათს, 18 დეკემბერს, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, წელს იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება.  ასევე ღარიბაშვილის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის კიდევ 50 კმ შევა ექსპლუატაციაში, რის შედეგადაც გადაადგილების დრო კიდევ 20 წუთით შემცირდება. "აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის დასრულების შემდგომ კი,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასახული ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. „აუდიტის სამსახურის დასკვნები და მიგნებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ; რამდენადაც ვიცი, დასკვნაში საუბარი არის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სამეურნეო საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის ინვენტარიზაცია, ანგარიშგება და ა.შ. იქ რაიმე ისეთი განსაკუთრებით კრიტიკული, რაც...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232635.00 კვ.მ. ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონისა და სამრეწველო-ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული სტატუსი ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების „ბ“ კატეგორიის ლოჯისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის მიენიჭა. პროექტის თანახმად, რომელსაც შპს „თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოჯისტიკური პარკი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უწყების მიერ მომზადებული წყალტუბოს განვითარების კონცეფციის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრო ქონების გასხვისებას გეგმავს. ასე უპასუხა მინისტრმა BM.GE-ს კითხვას, რომელიც წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზაციის საკითხს და ფორმას შეეხებოდა. მისივე თქმით, კონცეფციით წყალტუბო თანამედროვე ტიპის საკურორტო ქალაქი იქნება. ამასთან, ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით მოეწყობა. “წყალტუბო ნამდვილად არის კარგი მაგალითი, რომლის პირობებშიც შემუშავდა სივრცითი დოკუმენტის...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სამინისტრომ გასულ წელს 2,300,000 ლარი დახარჯა იმ აბონენტების გაზის ტარიფის სუბსიდიაზე, ვისაც ამ სუბსიდიის მიღება არ ეკუთვნოდათ. აუდიტის განმარტებით, სუბსიდია ეკუთვნით იმ პირებს, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად ცხოვრობენ, თუმცა ფაქტობრივად სუბსიდია მიიღეს იმ აბონენტებმაც, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ მაღალმთიან დასახლებებში. მთლიანად ამ სეგმენტზე გაცემულია 8.9 მილიონი ლარის სუბსიდია, ხოლო 2.3...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დასაქმებას. „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა, რომელიც დაინიცირდება და რომლის ფარგლებშიც შემოვიდა ჩვენი ტერიტორიის განმარტება და რეალურად ეს...
მარნეულის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 22 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ "რადიო მარნეულს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ კარამოვმა განუცხადა. მისი თქმით არდადეგების პერიოდში ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სრული სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება. "სწავლა 22 დეკემბერს სრულდება ბავშვებისთვის, ხოლო პედაგოგები და ყველა სხვა თანამშრომრომელი საახალწლო შვებულებაში 30 დეემბერს გავლენ. მანამდე ჩატარდება სრული სადენზიფექციო სამუშაოები".- განაცხადა კარამოვმა საახალწლო არდადეგების შემდეგ მარნეულის 14-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო ბროცესი 17...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს დასრულდება. “გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა, მოგეხსენებათ, 7 იანვარი პარასკევია და შესაბამისად, სასწავლო პროცესს 10 იანვარს განვაახლებთ“, – ამბობს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ