გორის მერია: მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო

602

გორში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩებიც. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ცენტრის “ქიდსლენდის” ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა გაალამაზებს.

წინასაახალწლო ცერემონიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება.