საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს, ცივი ამინდების გათვალისწინებით, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა.
"ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
შესაბამისად, სამინისტრო, საჯარო სკოლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისა და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის...
წინა სტატია
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი გამოიყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება.
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის, კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ხოლო, ავღანეთში, 2 უბანზე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“...
წინა სტატია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა "გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო ისეთ დღეს დაენიშნა არჩევნები, რომ ამ დღეს არ შეექმნა...
წინა სტატია
როგორც კომპანია "GWP-ში“ აცხადებენ, მათი 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მათივე ინფორმაცით, მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.
"ჯივიპის 2018 წლის მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარება და მოწყობა, რაშიც კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა...
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გუშინ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, რომელიც 10 მილიონითაა გაზრდილი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, 15 ნოემბერს მივიღეთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მერიისგან. წარმოდგენილი პროექტით, დედაქალაქის ბიუჯეტი, დაახლოებით, 871 600 000 ლარს შეადგენს. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია დაასრულა.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის 4 კმ სიგრძის ახალი არხი მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებელს და მასზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. ამასთან, დაამონტაჟეს წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები.
სამუშაოები, რომელიც საირიგაციო სისტემას ჩაუტარდა, სოფელ სართიჭალაში დამატებით 1...
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კმ. სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა 2 ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.
მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, დამატებით 13 კმ-იან მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. საერთო ჯამში 2019 წლისთვის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შანიძის ქუჩაზე გზის ნაწილის ჩანგრევის შედეგად, ორმოში სამგზავრო ავტობუსის უკანა ბორბალი ჩავარდა, რომელიც ქუჩაზე გადაადგილდებოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მომხდარის დროს ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ შანიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, 5 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაიხარჯება.
ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც გახსნის ცერემონიაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ თქვა, ინოვაციების ცენტრში ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და ბიზნესის შესახებ ტრენინგები. მისივე თქმით, რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი იდეები.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს.
უწყების ცნობით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, კომპანიონი კი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის ექვემდებარება ადამიანის...
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტი 7 772 000 ლარით განისაზღვრება, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 1 618 300 ლარით მეტია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხემძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების მატებას საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაში ასახავენ.
“მომავალი წლისთვის ჩვენ მოვითხოვეთ 7 800 000 ლარამდე დაფინანსება. გვითხრეს, რომ ამ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებდნენ და...
ჩუღურეთის რაიონში, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 720 კვადრატულ მეტრზე მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე კი, ასფალტის ახალი საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს "პარმა“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 24 000 ლარს შეადგენს.
მთაწმინდის რაიონში, შანიძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეკეთდა და მოასფალტა საფეხმავლო ზონები, რომლის გასწვრივ, 1 200 გრძივი მეტრი ბაზალტის ბორდიური მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. ამ ეტაპზე კი, სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, 5 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაიხარჯება.
წინა სტატია
სიღნაღში, კერძოდ წნორში, ტყლაპისა და ჩირის დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ექსპლუატაციაში ახალი წლიდან შევა, ამის შესახებ გამოცემა "Bm.ge-ს" კომპანია "ბადაგის+ -ის" დამფუძნებელმა, ვახტანგ ყაჯრიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, საწარმოში საბოლოო ჯამში განხორციელებული ინვესტიცია მილიონი ლარს შეადგენს. პროექტი ნაწილობრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში ფინანსდება.
"ჩირი და ტყლაპი ადგილობრივი ხილისგან დამზადდება, რასაც მოსახლეობისაგან და ფერმერებისგან საქართველოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































