საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს, ცივი ამინდების გათვალისწინებით, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა.
“ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
შესაბამისად, სამინისტრო, საჯარო სკოლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისა და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.