საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი, რომლითაც, 2019 წლიდან, მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდება.
„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონპროექტით ხორციელდება თბილისში უკვე არსებული წარმატებული...
ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება.
ამასთან, მისივე თქმით, „აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ბათუმის წყალის“ 2022-2023 წლების საინვესტიციო გეგმა შეითანხმა.
სემეკის ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 16,251,941 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ჩამდინარე წყლების დამუშავების ხარისხი. კომპანია სამუშაოებს განახორციელებს მილსადენებზე ავარიებისა და ქსელში სასმელი წყლის დანაკარგების შემცირების მიზნით.
შპს „ბათუმის წყალი“ ოპერირებს ქ. ბათუმში,...
ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ჯანო პერტაიამ განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ შოტა წურწუმიას არჩევამ დაადასტურა ის, რომ გახარიას პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრობასთან" ალიანსშია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"სხდომის დასაწყისშივე გავაკეთეთ განცხადება, პარტია "გახარია საქართველოსთვის" და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, ინფორმაციები გვქონდა, რაც კენჭისყრის შედეგებით უკვე დადასტურდა. ეს ორი პარტია ჩხოროწყუს საკრებულოში არიან პირდაპირ ალიანსში. ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ...
თქვენ იცოდით და იცის მთელმა საზოგადოებამ, ნიკა მელიამ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით გახარიას მიერ დასახელებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს. ჩვეულებრივ ეს მოხდა, - განუცხადა ენმ-ის წევრმა რამაზ გულუამ ჟურნალისტებს, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევის შემდეგ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
რა იქნება შემდგომში, თქვა, რომ დასხდებიან, დაილაპარაკებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ მოადგილეებთან დაკავშირებით.
"არის შესაბამისი კომისიები, მოადგილეების თანამდებობები. შევჯერდებით, გავივლით ყველაფერს....
წინა სტატია
ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიას განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსში არ არის. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"ჩვენ სისტემურ ალიანსს არცერთ პარტიასთან არ ვქმნით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია სულ რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა, იდეოლოგია, რომლსაც მთელი შემართებით ვემსახურებოდით. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", "ქართულ ოცნებას", "ლელო საქართველოსთვის", მათ თავიანთი პოლიტიკური კურსი და გზა...
წინა სტატია
„ლელო საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბათუმში ხელისუფლებამ ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა, „რაც ბათუმის სრულ კრიზისში შეყვანას ნიშნავს“.
როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალაქს გამოსავალს არ უტოვებს.
„უპრეცედენტო რამ ხდება ბათუმში - „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა. საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი არ გამოცხადდა....
იმ პირთა წრე, ვისაც რუსთავის მერია დაკრძალვის ხარჯებს დაუფინანსებს, ფართოვდება. ინფორმაციას ინფო რუსტავი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ ხარჯებს დაუფარავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ადამიანებსაც.
შეგახსენებთ, მერია დაკრძალვის ხარჯებს უფინანსებს ვეტერანებს, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-ს არ აღემატება.
ქალაქის ბიუჯეტიდან დაკრძალვის ხარჯების...
2021 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი ხარჯების ყველაზე დიდი წილი 37% (716,3 მლნ. ლარი) სუბსიდიებზე მოდის, რომელიც უმეტესწილად ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე გაიცემა.
- 2020-2021 წლებში თბილისის ბიუჯეტში საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდიისთვის, გათვალისწინებული იყო სულ 212 მილიონი ლარი; 2021 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად საერთო ხარჯების გეგმიური მაჩვენებელი 292 მილიონი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ IDFI-ის ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზშია ნათქვამი.
2019...
საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ქცემო ქართლში ცნობილია. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
ქვემო ქართლი სადღესასწაულო ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, 26 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს – ყველა ლოკაციაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.
26 დეკემბერი – ქალაქი მარნეული:
14:00 - 19:00 - საშობაო ბაზრობა
14:00 - 17:00- საბავშვო ღონისძიებები
• მასკოტები და ელფები;
• სახის მოხატვა;
• ფოტოზონა - ფოტოები გმირებთან,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა განეხილათ, 11 იანვრამდე გადაიდო. თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რამდენიმე წინადადება წამოაყენეს, თუმცა პროცესი კენჭისყრამდე ვერ მივიდა.
მანამდე, საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა. ამის შემდეგ, დარჩენილმა დეპუტატებმა სხდომის გადადების შესახებ იმსჯელეს, თუმცა საკითხმა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და სხდომა შესვენების შემდეგ გაგრძელდა. ენმ შესვენების შემდეგ სხდომაზე ისევ დაბრუნდა.
საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ინიციატივით,...
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თბილისის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დროებით შეჩერებას მოითხოვს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს და ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთჯერადი მომსახურების საფასური ორმაგდება და მოქალაქეს 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოუწევს.
„თბილისის მერია აპირებს გადახედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე...
წინა სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოპოზიციონერი კანდიდატი აირჩია თავმჯდომარედ. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
შოთა წურწუმია მუშაობდა მერიის კულტურის სამსახურში. ამასთან, წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან".
მანამდე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ჯუმბერ იზორიამ მიმართა დეპუტატებს, "ჩხოროწყუს სიყვარულით" კიდევ ერთხელ ესაუბრათ და არ მიეღოთ...
დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე ხმაურია - მოსახლეობა ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, რომელიც ამ მიკრო რაიონში ერთადერთი საჯარო სივრცეა, უკვე წლებია, რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ, თუმცა ამის ნაცვლად, დახურული ტიპის სტადიონის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მოსახლეობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას ითხოვს და მათ მოუწოდებენ, სტადიონის პროექტისთვის სხვა ტერიტორია გამონახონ.
"ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის,...
დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება...
თელავის მერია უმწეოთა და უპოვართა სახლს, დამატებით დაფინანსებაზე უარს ეუბნება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია უმწეოთა და უპოვართა სახლს, დამატებით 50 ათასი ლარით დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში განიხილება, თანხა გათვალისწინებული არ არის.
ინფორმაციას, რადიო ჰერეთთან, საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადურ რევაზიშვილი ადასტურებს.
” 93 მოქალაქის განცხადებაა, რომლებიც ითხოვენ ეგრეთწოდებული უფასო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































