ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, 39-ე საარჩევნო უბანთან, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გადაიღეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიდეო ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა მიაწოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ კოორდინატორი მოქალაქეს საარჩევნო უბანზე მისვლის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა.
"'ქართული ოცნება აგრძელებს ჩვეული მეთოდებით არჩევნების გაყალბებას, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ''ქართული ოცნების''...
წინა სტატია
მარნეულის N68-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ამჟამად სიტუაცია განმუხტულია, - ამის შესახებ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაახლოებით, 15-მდე საჩივარია შესული, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
"არანაირი ბიულეტენის ჩაყრას 68-ე უბანზე ადგილი არ ჰქონია, ეს არის ცრუ ინფორმაცია, ამიტომ, უბნის ბათილობაზე ფიქრიც კი ზედმეტია....
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის არჩევნებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო გაყალბების გზები აირჩია და ყველა არსებულ მეთოდს იყენებს, რათა სასურველი კანდიდატი "მარნეულის მოსახლეობას თავზე დაასვას“. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"ხელისუფლება მიმართავს ისეთ ხერხებს, როგორიცაა კამერების გათიშვა და უკვე იმ დონემდე დავიდნენ, რომ დამაგრძელებლებსაც კი იპარავენ საარჩევნო უბნებიდან, რათა კამერები იყოს გამორთულ მდგომარეობაში“,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-ს მხოლოდ ერთ ოლქში გადააჭარბა. საგარეჯოს საარჩევნო ოლქში, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობა კვლავაც ყველაზე მაღალია. ამ ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე ამომრჩეველთა 56.4%-მა (257 ამომრჩეველი) დააფიქსირა.
საგარეჯოს შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა მივიდა ადიგენში, სადაც, ასევე, საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ადიგენში მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა 42.9%-ია (482 ამომრჩეველი).
ამომრჩეველთა 40.6% (9 782) მივიდა...
მარნეულის მერობის დაომუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა ნავერიანს, სოფელ ახლომახმუდლოში N84 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების დაშინებასა და ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"მამუკა ნავერიანი უბანზეც იყო შესული და იქ აკონტროლებდა საათობით სიტუაციას. ბლომად ხდება ბიულეტინების დამატება 41 ნომერს წინასწარ ახაზინებენ. თუ აქ 41-მა ნოერმა გაიმარჯვა იცოდეთ, რომ გააყალბეს. მიზანი აქვთ იმისა, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა არცერთ უბანზე...
წყალტუბოში, N15-ე უბანზე ხმის მიცემა შეწყდა. არსებული ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა.
თუმცა, ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიხვრა და ხმის მიცემის პროცესი უბანზე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
"როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო...
წინა სტატია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას ბრალდებას უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა. ცქიტიშვილის განცხადებით, გოგი წულაიას ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მათმა წარმომაადგენელმა საარჩევნო უბანზე კამათი თავად დაიწო და ეს პრიმიტიული პროვოკაცია იყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ზოგადად, ზესტაფონში მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები და აქტივობა მაღალია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს იყო პრიმიტიული პროვოკაცია. საარჩევნო მაისურით მივიდა და პროვოკაცია მოაწყო, მას სთხოვეს...
ზუგდიდის სოფელ ინგირის 47-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს, თვითმხილველების თქმით, უცნობი პირი მიუვარდა, კისრის არეში დაარტყა და გაიქცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პირი, რომელსაც დაზიანება მიაყენეს, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები. ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას.
ამ ეტაპზე, დარღვევების სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის N68 საარჩევნო უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის გარდა, დაფიქსირდა...
წინა სტატია
შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები, - ამის შესახებ საია-ს მიერ კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგების შეფასებაშია აღნიშნული.
"დღის 14:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.
ამ დროისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 საათისთვის ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში - 13, მარნეულში - 7, ზესტაფონში - 1, ხოლო ხულოში - 3.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
"№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.
№67-ე...
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24 -ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა დანო თურქოშვილმა კომისიის წევრებს, ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა და ლექსი წაუკითხა, თან კი ბატკანი ახლდა.
როგორც თურქოშვილმა განმარტა, ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო და საჩუქრის მიღებს არ ადასტურებს.
ფოტო: იმედინიუსი
12:00 საათის მონაცემებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 14 საჩივარია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "მარნეული" ავრცელებს.
მერის რიგგარეშე არჩევნებზე, 12:00 საათის მონაცემებით, საჩივრების რაოდენობა ორჯერ აღემატება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე პერიოდის მონაცემებს. საპრეზიდენტო არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით 7 საჩივარი იყო დაწერილი, - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დარღვევასთან დაკავშირებით შსს-მ საქმეც აღძრა. კერძოდ, სოფელ სადახლოში N31 უბანზე ცემის ფაქტთან...
N49 და N68 საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლები კანონის სრული დაცვით გააძევეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ განუცხადა.
"დილიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწეოდნენ პროვოკაციებს და ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიის მუშაობას. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ არ შეწყვიტეს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ხელის შეშლა, რის გამოც ორივე გააძევეს“, - განაცხდა ასანიძემ.
მისივე თქმით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 14%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, საოლქოში...
ხულოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა და ვიდრე პირადობის მოწმობას მიუტანდნენ, დაბა ხულოს N1 უბანზე მისულს, დერეფანში მოუწია ლოდინი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"პიანინოს თავზე" დარჩენილი მოწმობა, მას რამდენიმე წუთში მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
"მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































