ავტორი: რუსა მაჩაიძე ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იმის გამო ჩავარდა, რომ საკრებულოებმა დროულად ვერ შეძლეს დამტკიცება. ახლა "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს და მთავრობას დადგენილებაში ვადის შეცვლას სთხოვენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც ამ პროგრამის ზედამხედველია, ამბობენ, რომ არაფერი იციან, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად. სამეგრელოს რწმუნებული კი, რომელიც ამ საკითხში საერთოდ უფლებამოსილების არმქონეა, ზუგდიდის და...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აპრილის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია    478,886,422   (+463.1%)  აშშ დოლარით. რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს. ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  188,588,938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის...
საქართველოს მთავრობის "ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანი დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირებაა. ამასთან, მათივე ცნობით, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ. „გამომდინარე იქედან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის...
წინა სტატია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები. ეს კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები...
წინა სტატია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის სკოლის დირექტორის, მერაბ ბერიძის განცხადებით, ყოფილი ბუღალტერის მიერ თანხის მითვისების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ბანკის ამონაწერში დიდი ოდენობის დანაკლისი აღმოაჩინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მერაბ ბერიძის თქმით, დაკავებული ქალი, დერცელის სკოლაში 2021 წლის სექტემბრიდან აღარ მუშაობს. „მე თვითონ აღმოვაჩინე ფაქტი. როდის დააკავეს არ ვიცი. პროკურატურაში გამოკითხვაზე რამდენჯერმე ვიყავი. მარტო იყო თუ არა არ ვიცი. ამოვიღე...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით, ახალციხის ციხეზე არსებული ექვსი კომერციული ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ობიექტზე საქმიანობის დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან შიდა და გარე სივრცის ვიზუალური მოდელი უნდა შეათანხმოს და წარადგინოს შესაბამისი ფოტომონტაჟი. აუქციონი 20 მაისს დასრულდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციით, აუქციონზე შემდეგი ობიექტებია გატანილი: ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N48 და N49 შენობები. საერთო...
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში:
შემდეგი სტატია საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის 1 200 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებისა და პროგრამების დაფინანსებით პროექტებს ახორციელებენ. 2022 წელს, იმერეთის მხარეში, 132 მილიონი ლარის 1200 პროექტია დაფინანსებული. ამ პროექტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მთის ფონდით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით და ევროკავშირის...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს და დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე აცხადებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. „პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში...
Bus lane-ების ზოლში ტაქსებში ჩასასხდომად სპეციალური ადგილები მოეწყობა. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. ცვლილების თანახმად, სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე ტაქსებს კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩამოსმის საშუალება ისე, რომ საგზაო მოძრაობას და მგზავრებს დამატებითი საფრთხე არ შეექმნათ. "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მგზავრთა ჩასხდომის ან/და გადმოსხდომის...
შემდეგი სტატია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 19 მაისს ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის თარიღები, წესები და სიახლეები იქნება.
თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს შეადგენს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ...
ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს. „ბათუმი - ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გასაოცარი ტურისტული მიმართულება ევროპაში, წელს ევროპის ფარულ მარგალიტებს შორის აღმოჩნდა,“...
კასპში მაზნიაშვილის, ვაჟა-ფშაველას და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 369 744 ლარია. “ვაჟა-ფშაველას გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 306 მეტრს, და ის მდებარეობს ზღვის დონიდან 570 მეტრზე. საგზაო სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში. ტენდერზე წინადადებების მიღება 30 მაისს სრულდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის სახლის ბიუჯეტი 65 000 ლარით გაზარდა. გადაწყვეტილება 13 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხი განსახილველად მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გამოიტანა და თქვა, რომ თანხის ნაწილი კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლის გასტროლისთვის გაითვალისწინეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „კულტურის სახლს ვუმატებთ 65 000 ლარის სუფსიდიას. მოგახსენებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ტარდება ღონისძიებები და მონაწილეობა უნდა მიიღოს მარნეულის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ