მერიამ ახალციხის ციხის კომერციულ ობიექტებზე აუქციონი გამოაცხადა

474

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით, ახალციხის ციხეზე არსებული ექვსი კომერციული ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.

აუქციონის პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ობიექტზე საქმიანობის დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან შიდა და გარე სივრცის ვიზუალური მოდელი უნდა შეათანხმოს და წარადგინოს შესაბამისი ფოტომონტაჟი.

აუქციონი 20 მაისს დასრულდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციით, აუქციონზე შემდეგი ობიექტებია გატანილი:

ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N48 და N49 შენობები. საერთო ფართი 625 კვ.მ. აუქციონის საწყისი ფასი 22 500 ლარი.  შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს კვების ობიექტად;

 

ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 შენობა, N57 შენობა და მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 390 კვ.მ. აუქციონის საწყისი ფასი 10 020 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყო კვების ობიექტად ან/და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის სივრცედ.

ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N52 შენობა, N54 შენობის გადახურვა, შემინული ნაგებობა და მიმდებარე ტერიტორია. აუქციონის საწყისი ფასი 6 120 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს კვების ობიექტად;

 

ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N54 შენობა მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 483 კვ.მ. აუქციონის საწყისი ფასი 9 792 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს კვების ობიექტად;

 

ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N60 შენობა და მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 43 კვ.მ. აუქციონის საწყისი ფასი 2 220 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობისათვის;

ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N59 შენობა და მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 43 კვ.მ.  აუქციონის საწყისი ფასი 2 220 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობისათვის;