გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ატენში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, გზის ორი მონაკვეთი მოასფალტდება. მათი საერთო სიგრძე 880 მეტრია. გზის ერთი მონაკვეთი (540 მ) ფუხანთ უბანში მდებარეობს, მეორე მონაკვეთი (340 მ) კი ცომაანთ ხევს მიუყვება.
„იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრის, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 702 215 ლარია. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა,“ -...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
მაიზერ ჯაფარიძე "ქართული ოცნებიდან" მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს უკვე მესამე ვადით იკავებს. პირველად ის 2014 წელს აირჩიეს, მეორედ - 2017 წელს და ახლა უკვე - 2021 წელს. ჯაფარიძე მანამდე, 2012-2014 წლებში, მესტიის გამგებლის მოადგილე იყო. ამდენად, ქონებრივი დეკლარაცია, 2013 წლიდან ყოველ წელს, ჯამში, 10-ჯერ აქვს შევსებული.
ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2022 წლის მარტში შეუვსია. ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს...
მოსახლეობა ახმეტა-თიანეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, გზა დაზიანებულია და მანქანებით გადაადგილება უჭირთ.
"დიდი ხნის დაყრილი ქვა-ღორღია. მაღალი გამავლობის ავტომანქანის გარეშე არც უნდა იფიქროთ მგზავრობა. უფრო გულსატკენი ის იყო, რომ ტრაფარეტი, რომელიც აღნიშნავს ახმეტის მუნიციპალიტეტის დასაწყისს, სავალალო მდგომარეობაშია,’’– განაცხადეს ადგილობრივებმა.
როგორც ახმეტის მერიაში განაცხადეს, გზის რეაბილიტაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გამაგრებითი სამუშოები, დამცავი...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
კაპიტონ ჟორჟოლიანი "ქართული ოცნებიდან" მესტიის მერის თანამდებობას უკვე მეორე ვადით იკავებს. პირველად ის 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მეორედ - 2021 წლის ოქტომბერში, მანამდე კი, 5 წელი, მესტიის გამგებელი იყო. ჟორჟოლიანს მესტიის ხელმძღვანელობა 2012 წლის ბოლოდან აბარია და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც 2013 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული.
ჟორჟოლიანს ბოლო დეკლარაცია, ჯერჯერობით, 2022 წლის თებერვალში შეუვსია. ოჯახის...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნებიდან" 2021 წლის დეკემბერში აირჩიეს. მანამდე ის ჩოხატაურის მერის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, 2014 წლიდან - გამგებლის პოსტს, ამიტომაც დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია ჯერ ისევ მერის პოსტზე ყოფნისას, 2021 წლის სექტემბერში შეუვსია.
კუჭავას ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე. ის და მისი მეუღლე სამ...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დავით შარაშიძე "ქართული ოცნებიდან" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მას დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული: 2018 და 2019 წლებში, როცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ერთიც - 2022 წლის თებერვალში, უკვე ჩოხატაურის მერის სტატუსით.
მიუხედავად იმისა, რომ დავით შარაშიძე მერად არჩევამდე 4 წელი ჩოხატაურის სააკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო...
დედაქალაქის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა. მისი კანდიდატურა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. გულედანი ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
კახა კალაძის თქმით, კახა გულედანი იმ მიმართულებებს უხელმძღვანელებს, რომლებსაც ილია ელოშვილი უძღვებოდა.
"სწორედ ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა, რომელიც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ...
პრემიერმინისტრის ინიცირებულ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უერთდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მათივე ინფორმაციით, წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების და ააიპ-ების ხელმძღვანელებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიაწოდეს.
„დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში აქამდე არ განხორციელებულა, ამჟამად კი...
ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ იქ არსებული ტერიტორია მოწესრიგებული იქნებოდა. თხინვალაში ძველად არსებული სტადიონის ტერიტორია, რომლის ფართობი 2 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე...
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება.
„თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული. სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ნაროუშვილი დაიკავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება.
„წარმატებებს ვუსურვებ ლევანს. ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები. ასე რომ, ლევანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ დრომდე,...
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIX სხდომა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტს, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. მეორე ვიცეპრეზიდენტად კი, საბჭოს წევრებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს.
გასვლით სხდომაზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის...
თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამა ითვალისწინებს, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები - ლაშქრობები, საველე ბანაკები (კემპინგი), საჯომარდო ტურები ფასანაურში, ველოტურები თბილისთან ახლო მარშრუტებზე, კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალური საცურაო...
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში 32.5 კმ გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით...
სურამში მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, დასუფთავებისა და წყლის პრობლემების გარდა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთი მკვიდრის, ირინე ხიდირბეგაშვილის თქმით სურამში არ არსებობს ტროტუარები. ყველგან ნაგავი ყრია, დახეთქილი წყლის მილებიდან კი, წყალი ქუჩებში მოედინება. ასევე, ხიდირბეგაშვილის განცხადებით არ არის სკვერები. ხოლო, ტყე დანაგვიანებულია.
“სანამ მთლიანი ინფრასტრუქტურული გეგმით არ მოეწყობა სურამი, მანამდე არ ექნება აზრი არც სკამს და არც საქანელას,...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 2 933 799 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
"სამუშაოს შესრულების ვადა ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულებაა 421 053 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება კი, 2 512 746 ლარით განისაზღვრება. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეა”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, ტენდერი 2022 წლის 6 ივნისს გამოცხადდა და 28 ივნისს სრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































