კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 2 933 799 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
“სამუშაოს შესრულების ვადა ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულებაა 421 053 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება კი, 2 512 746 ლარით განისაზღვრება. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეა”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, ტენდერი 2022 წლის 6 ივნისს გამოცხადდა და 28 ივნისს სრულდება.