მარნეულის ოთხი სოფლის სკოლასთან მისასვლელი გზის მოასფალტება იგეგმება

973

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ცოფში, ხულდარაში, შულავერსა და ქუთლიარში, საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვისთვის 566 805 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ოთხივე სოფელში მოეწყობა ორფენიანი ასფალტირებული გზა, ასფალტო ბეტონის საფარი, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე სისტემები და მისაყრელი გვერდულები.

გზის სიგანე კი ადგილზე განისაზღვრება, პროექტირების პროცესში, სავარაუდოდ, 4.5 მეტრი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 11 მარტს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება კი მსურველ პრეტენდენტებს 27-მარტიდან 1-აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმაბიდან 120 კალენდარულ დღეში შეასრულოს.