“შენების მოძრაობიდან” თელავში კენჭს გელა გელაშვილი იყრის. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ის ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა.
გელა გელაშვილი პროფესიით იურისტია და განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ის პარტია “ეროვნული ფორუმიდან” თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
წყარო: აიპრესი