აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან თევზაიამ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ორი ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ინვენტარი გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პროგრამები აფაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ განხორციელდა.
„ორივე პროგრამის ფარგლებში, 164 აპლიკანტიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა. სამეწარმეო, სამშენებლო და აგრარული დანიშნულების შესაბამისი ტექნიკა და ინვენტარი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 19 ბენეფიციარს გადაეცა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/GovernmentofAbkhazia/posts/pfbid02b2skWok7H3RhitmJbGmchHfWhMLBfBXSj4iNsuW8nhhjckmde9AiQj1K4UPuP82dl