საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

740

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.15 მარტს კი, საგაკვეთილო პროცესი სკოლებში ჩვეულებრივ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 27 მაისს, მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს, დანარჩენი კლასებისთვის კი 15 ივნისს დასრულდება.