გარდაბანში, რაიონის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მმართველი გუნდისგან მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებლის გოჩა ჯამარაულის დასახელებას ითხოვს.
აქციის მონაწილეების თქმით, „ქართული ოცნება“ რამაზ ბუდაღაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს და მისი წინასაარჩევნო ბილბორდები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში უკვე გააკრეს.
ქუჩაში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა განმარტავს, რომ არჩევნებში ბუდაღაშვილს მხარს არ დაუჭერენ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი