ბათუმის მერიის შენობასთან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სამგზავრო ტარიფი გაიზარდოს.
როგორც ისინი აცხადებენ, უკვე მესამე დღეა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვეტილი აქვთ.
მათი თქმით, მგზავრობისთვის დადგენილი 50 თეთრი მცირე თანხაა, რის გამოც მუშაობა არ უღირთ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწვავი გაძვირდა და ამას ავტომობილის მოვლის ხარჯებიც ემატება.
აქციის პარალელურად, ათამდე მძღოლს ბათუმის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან.