სოფელ ნიქოზში 22 სექტემბერს „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტისთვის „სკვერის ბიბლიოთეკები“ სპეციალურად შეირჩა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლები, როგორებიცაა ანაკლია, ნიქოზი და დიცი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სოფლებში არ არის ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიგნებით ისარგებლებს, განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებსა და შემეცნებით ღონისძიებებს.
პროექტის მიზანი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში ინტეგრირებაა.
წყარო: იმედი