კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ერთ-ერთ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაის ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ყველა თანამშრომელი უკვე გატესტილია და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა”- განაცხადეს ადმინისტრაციაში.
დღეისთვის კახეთში კორონავირუსის 11 600 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მკურნალობის აქტიურ რეჟიმში იმყოფება 180 პირი.
სექტემბრიდან დღემდე კოვიდ – 19 რეგიონში 11 307- მა პაციენტმა დაამარცხა, 113 მოქალაქე კი გარდაიცვალა.