კონკურსი თვითმმართველობის შესახებ სტატიაზე

1496

ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქცია, ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თვითმმართველობის თემაზე საუკეთესო სტატიის გამოსავლენად.

სტატიები უნდა შეეხებოდეს შემდეგი ქალაქების – თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, გორი, ახალციხე – თვითმმართველობის პრობლემებს, არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს.

მასალის წარდგენის ფორმატი:

  • სტატია უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tspressge@gmail.com
  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში.
  • ელ-ფოსტით გამოგზავნისას დასახელების ველში მიუთითეთ “საკონკურსო სტატია”

სტატიების შეფასება:

  • ინფორმაციულობა;
  • სიზუსტე;
  • არგუმენტაცია;
  • რელევანტურობა;
  • აქტუალობა;
  • ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენება;
  • სტილი;
  • ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.

კონკურსი გამოავლენს 7 საუკეთესო სტატიას. თითოულზე ჰონორარის სახით გაიცემა 160$-ის ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება ვებგვერდებზე: TSpress.ge, Droa.ge; ასევე, შესაძლოა, გავრცელდეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელში ან ფონდის ღონისძიებებზე.

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი, 19:00 საათი

კონკურსი ცხადდება პროექტის – “თვითმმართველობის გაძლიერება და ხელშეწყობა”-ს ფარგლებში.